ელექტროენერგია

იანვარ-მაისში გამომუშავებული ელენერგიის 16,2% დამოუკიდებლობის წლებში აშენებულ მარეგულირებელ სეზონურ სადგურებზე მოდის

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის მაისში ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული 1,452744 მლრ კვტსთ ელექტროენერგიიდან მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების წილად მოდის 42,4%, რაც შეადგენს 615,276 მლნ კვტსთ-ს.მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ მაისში გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 100,630 მლნ კვტსთ-ით ანუ19,6%-ითმარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ მაისში გამომუშავებული 615,276 მლნ კვტსთ ელექტროენერგიიდან ...

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

მაისში ელექტროენერგიის ექსპორტი 105%-ით გაიზარდა – სად ვყიდით დენს

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის მაისში ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის მაისთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1.46 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა. 2021 წლის მაისში გენერაცია 1.22 მილიარდი კვტ.სთ იყო. გამომუშავება თითქმის 30%-ითაა გაზრდილი მიმდინარე წლის აპრილთან შედარებითაც. გამომუშავების 99%-ზე მეტი ჰიდროენერგიაზე მოდის, დანარჩენს კი თბოსადგურები და ქართლის ქარის სადგური იყოფენ. წინა წლის აპრილთან შედარებით მხოლოდ 1.2%-ითაა გაზრდილი ელექტროენერგიის ...

Read More »

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რიგით მე-5 დაძმობილების პროექტი დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ ლაითის პროექტის – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ევროდელეგაციისა და პროექტის ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 16 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი ზუგოვანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გოგიძის, ნოზაძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და ფერაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, ...

Read More »

Bitcoin-ის ფასი 21 000 დოლარამდე შემცირდა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 7%-ით შემცირდა და $21,000 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 12%-ით დაეცა და 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი აქვს. Avalanche-მა ღირებულების 15% დაკარგა, სოლანამ 14%, ხოლო Dogecoin-მა 11%. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

სემეკში „თვინინგის“ ახალი პროექტი იწყება

16 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში „გარდენ ჰოლი“ გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ მე-5 პროექტის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. ღონისძიებას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და პროექტის ...

Read More »

დავით ნარმანია: საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოთამაშეა რეგიონში

ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ინტენსიურია – ამის შესახებ “სემეკის” თავმჯდომარემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” განაცხადა. “მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს ელექტროენერგია, ასევე სიჭარბის პერიოდში ელენერგია გაგვაქვს თურქეთში და სომხეთში. აზერბაიჯანიდან გვაქვს გაზის იმპორტი, რუსეთიდანაც, თუმცა ძალიან უმნიშვნელო, სისტემის დაბალანსებისთბის. გარდა ამისა, საქართველოს გავლით ხორციელდება ელექტროენერგიის ტრანზიტი, ამდენად, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის თავლსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოთამაშეა რეგიონში.–”ამბობს დავით ნარმანია. რაც შეეხება, ევროინტეგრაციის კონტექსტში ახალ წესებს და ...

Read More »

ენერგოსექტორში ინვესტიციების აუცილებლობის საკითხებს სემეკის რეგიონულ კონფერენციაზე განიხილავენ

„ინვესტიციები  და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“ – ამ სახელწოდების ორდღიან რეგიონულ კონფერენციას სემეკი მასპინძლობს. ღონისძიება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში 14 ივნისს გაიხსნა. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თავის პანელზე „ინვესტიციების აუცილებლობა – საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების დღის წესრიგი“ დეტალურად მიმოიხილა ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული მდგომარეობა, პერსპექტივები და ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც გასატარებელია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. დავით ...

Read More »

დავით ნარმანია – ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 14 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, II, III, IV, V, VII ...

Read More »