Bitcoin-ის ფასი 21 000 დოლარამდე შემცირდა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 7%-ით შემცირდა და $21,000 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 12%-ით დაეცა და 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი აქვს. Avalanche-მა ღირებულების 15% დაკარგა, სოლანამ 14%, ხოლო Dogecoin-მა 11%.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply