ელექტროენერგია

აფხაზეთში ელ.ენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ აჭარბებს დანარჩენი საქართველოს მაჩვენებლებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ნოემბრის თვის ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვას ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულზე სამჯერ აღემატება მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მოიხმარს  8,1552 კვტ. სთ. ელექტროენერგიას. დანარჩენ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2,542 კვტ. სთ-ია. “აფხაზეთის მაღალი მოხმარება ძირითადად „უფასო“ ელექტროენერგიით და კრიპტომაინინგით შეიძლება აიხსნას”, – ნათქვამია ...

Read More »

თურნავა: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო ანგარუიშის არდგენისს განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც 2021 წელს სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით იგეგმება. „2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც გაცილებით უკეთ განიკარგება კერძო ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: “ბუნებრივი იქნება, რომ ელ.ენერგიის ტარიფი გაიზარდოს”

017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წელს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია? – ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც კიდევ ერთი დამატებითი კითხვა მოჰყვება – თუ გაძვირდება დენის ტარიფი, რამდენით? ენერგეტიკოსები უფრო მეტად ტარიფის ზრდას პროგნოზირებენ. „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა თქვა, რომ ტარიფი სავარაუდოდ, ...

Read More »

„ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვაა“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას ენერგეტიკის სექტორში დაწყებული და დაგეგმილი რეფორმების მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, 2017 წელს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით დაწყებულ ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიან რეფორმას გააგრძელებს.   „დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ...

Read More »

თურნავა: ნამახვანის მსგავს მეგა-პროექტებს უნდა გავუფრთხილდეთ

“2021 წელს ასეთ პოსტ-პანდემიურ პირობებში ჩვენ ასეთ მეგა-პროექტებს უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, სახელმწიფო ამ პროექტზე ნებართვებს ეტაპობრივად გასცემს და სამუშაოს თითოეულ ციკლს დეტალურად აფასებს. “კონკრეტულად ნახამვანჰესზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის 1.5 მილიარდი კილოვატის წლიური გამომუშავების სადგური, რომელიც 800 მილიონი დოლარის ინვესტიციით შენდება. 2021 წელს ასეთ პოსტ-პანდემიურ პირობებში ასეთ მეგა-პროექტებს ...

Read More »

“თუ ჰესებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა დასაწყისშივე სწორად იქნება ინფორმირებული, კონსესუსის მიღწევა გამარტივდება”

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელი მაია ბითაძე აცხადებს, რომ თუ დიდი ჰესების პროექტებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა პროცესის დასაწყისშივე სწორად იქნება ინფორმირებული, მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევა ბევრად მარტივი იქნება და გაუგებრობებსაც ავიცილებთ თავიდან. ბითაძე ამბობს, რომ საქართველოში დიდი ჰესების დამფინანსებლები ხშირად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან, რომლებსაც რეალურად იმაზე მკაცრი გარემოსდაცვითი პოლიტიკა აქვთ, ვიდრე საქართველოშია. “მაშინ რა იწვევს გაუგებრობას? ...

Read More »

გია არაბიძე – ვფიქრობ, ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა უნდა მოხდეს

დარგის უსაფრთხო მუშაობისთვის და დარგის შემდგომი განვითარებისთვის მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უნდა გაძვირდეს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განუცხადა. არაბიძის თქმით, მას კარგად ესმის, რომ მოსახლეობისთვის ეს მძიმე იქნება, თუმცა საჭიროა ენერგოსისტემის გამართული და უსაფრთხო მუშობისთვის. „ეს რომ უმძიმესი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ პრაგმატულად ვსაუბრობ, როგორც ენერგეტიკოსი. ვაითუ ხვალ და ზეგ ...

Read More »

კომპანია “თელასს” საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მეორედ გადაეცა

კომპანია “თელასს” ნომინაციაში “მსხვილი არასაფინანსო კომპანიები”, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო” მეორდ გადაეცა. პროექტი „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს განხორციელდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე. წელს კონკურსი ოთხ ნომინაციაში გაიმართა: მსხვილი საფინანსო კომპანიები (500-ზე ...

Read More »

საქართველოს ელექტროენერგიის გენერაცია 5.5%-ით და მოხმარება 5.7%-ით შემცირდა

საგარეო ვაჭრობასთან, ინვესტიციებთან და ზოგადად მთელს ეკონომიკასთან ერთად მიმდინარე წელს ელექტროენერგიის გამომუშავებაცა და მოხმარებაც მკვეთრად შემცირდა, თუმცა შუახევჰესის თავიდან ამოქმედების მიუხედავად, დეფიციტი შენარჩუნდა. 11 თვეში ჯამურმა გენერაციამ 10.230 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615 მლნ კვტ/სთ-ით ანუ 5.5%-ით ნაკლებია. მასში თბოსადგურების წილი თითქმის იგივეა 2.340 მლრდ კვტ/სთ 2.380 მლრდ-ის ნაცვლად. განსხვავებული ვითარებაა ჰესების ნაწილში, სადაც იანვარ-ნოემბერში, ...

Read More »

სემეკმა ენგურჰესზე ახალი ტარიფი დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის – ენგურჰესის ახალი ტარიფი დაადგინა, რომელიც ძალაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება. განახლებული ტარიფით სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კილოვატზე 1.857 თეთრი იქნება, რაც აქამდე მოქმედ ტარიფთან შედარებით 0.49 თეთრით მეტია. ასევე გაიზარდა ტარიფი ვარდნილჰესების კასკადისთვის, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება კილოვატ საათზე 2.206 თეთრის ნაცვლად 2.565 თეთრი იქნება, შესაბამისად ტარიფის ზრდა 0.36 ...

Read More »