ელექტროენერგია

ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

ლიფტებით სარგებლობის შეზღუდვა და სხვა ზომები – მოლდოვაში ელექტროენერგიის დაზოგვის ზომები დაამტკიცეს

მოლდოვას საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ კრიზისის დროს ელექტროენერგიის დაზოგვის ზომები დაამტკიცა. ამის შესახებ Newsmaker-ი წერს. კერძოდ, მოლდოველებს მოუწოდეს, ელექტროენერგიის გათიშვის საშიშროების გამო, ლიფტებით 07:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 23:00 საათამდე არ ისარგებლონ; კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში ჰაერის ტემპერატურა უნდა შემცირდეს 19°C-მდე, ხოლო არასამუშაო საათებში – 15°C-მდე. ასევე, რეკომენდებულია შენობების შიდა განათების შემცირება 30%-ით; შადრევნების, ვიტრინების განათების გამორთვა; დეკორატიული განათების და ...

Read More »

დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და განახლებადი ენერგიების  წახალისების პოლიტიკასა და ხელშემწყობ მექანიზმებზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა საინვესტიციო კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია და ვმასპინძლობთ 30-მდე ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელს, ...

Read More »

ერთადერთი ქალი დისპეტჩერი ქართულ ელექტროსისტემაში სტერეოტიპებს არღვევს

საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი სტერეოტიპები ქალური და კაცური პროფესიების შესახებ, სამწუხაროდ, კვლავაც აქტიურად მუსირებს. ერთ-ერთ ასეთ პროფესიად ენერგეტიკოსობაც ითვლება. თუმცა, ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ქალები, რომლებიც აქტიურად აბათილებენ ისეთ მცდარ და დრომოჭმულ მოსაზრებებს, როგორიცაა ტექნიკური საგნებისა და სპეციალობების, მხოლოდ მამაკაცისთვის შესაფერის და შესაძლებელ საქმიანობად აღქმა. მათ შორის არის ეთო დედანაშვილი. ის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში ერთადერთი ქალი დისპეტჩერია. ეთო  სადისპეტჩერო ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

26 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, კანდელაკის, დარასელიას, გაგარინის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, გამრეკელის, შმიდტის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, ...

Read More »

უკრაინაში მილიონზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება – ზელენსკი

რუსული სამხედროები უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს აგრძელებენ. შესაბამისად, კიევის ენერგოოპერატორი, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის იერიშების შემდეგ, უკრაინაში მილიონზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ცივი ზამთრის წინ, ქვეყნის ელექტროსადგურების მინიმუმ მესამედი განადგურებულია. მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილებით, უკრაინის დედაქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლებათ თავიანთი დღე წინასწარ დაგეგმონ. „ელექტროენერგია რამდენიმე დღე დღეში ოთხი საათის განმავლობაში არ გვექნება. რა ვქნათ, სანთლები უნდა ვიყიდოთ, როგორმე უნდა მოვემზადოთ. ...

Read More »
„თელასმა“ დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების საიმედოობა გააუმჯობესა

საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 94% თურქეთში გადის

იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებულმა ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელმა $84.3მლნ შეადგინა,რაც 468%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021იან-სექ $14.9მლნ). ამ პერიოდში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: 1 თურქეთი – $80მლნ. (94.3%). 2 სომხეთი – $4.2მლნ (5%). 3 აზერბაიჯანი – $0.6მლნ (0.7%). წყარო: gbc.ge

Read More »
სვანეთში ჰესების კასკადი აშენდება

სვანეთში ენერგოკრიზისი წელსაც მოსალოდნელია – მიზეზი ისევ კრიპტოვალუტის მაინინგია

მიმდინარე წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. რასაკვირველია, ეს, პირველ რიგში, სვანეთში ფრთებგაშლილ მაინინგს უკავშირდება. კრიპტოვალუტის უკანონო ფერმებმა რეგიონს დიდი პრობლემა შუექმნა და სავარაუდოდ, წლევანდელი ზამთარიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მძიმე გადასატანი იქნება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 87,777,811 კვტ/სთ იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 70,891,626 კვტ/სთ. მესტიის რაიონში მოსახლეობა ...

Read More »

“ბირჟის ამოქმედების შემდეგ, არის საშიშროება რომ გარკვეული რყევები განიცადოს ფასებმა და ზრდისკენ წავიდეს”

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ისევ გადავადდა, ამჯერად გაზაფხულამდე. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაშია ასახული, რომლის მიხედვით ბირჟის ამოქმედება 2023 წლის 1 აპრილს იგეგმება. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადებას გონივრულს უწოდებს. ის ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ენერგოკრიზისზე მიუთითებს, რამაც გაზის ფასი ევროპაში მეგავატ-საათზე 273 ევრომდე გაზარდა. „სექტემბერში რომ არ ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟა ამით ქვეყანა არ დაქცეულა, არც მანამდე გამოუწვევია მის არამოქმედებას პრობლემა. მე ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 25 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნების (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ჩაჩავას, აისის და ლაშხიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, ...

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე ელექტროენერგია გაიტანოს და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს

აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც. „ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრონერგიის მიმართულებით ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. ...

Read More »