ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა

ლიფტებით სარგებლობის შეზღუდვა და სხვა ზომები – მოლდოვაში ელექტროენერგიის დაზოგვის ზომები დაამტკიცეს

მოლდოვას საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ კრიზისის დროს ელექტროენერგიის დაზოგვის ზომები დაამტკიცა.

ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.

კერძოდ, მოლდოველებს მოუწოდეს, ელექტროენერგიის გათიშვის საშიშროების გამო, ლიფტებით 07:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 23:00 საათამდე არ ისარგებლონ;

კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში ჰაერის ტემპერატურა უნდა შემცირდეს 19°C-მდე, ხოლო არასამუშაო საათებში – 15°C-მდე.

ასევე, რეკომენდებულია შენობების შიდა განათების შემცირება 30%-ით; შადრევნების, ვიტრინების განათების გამორთვა; დეკორატიული განათების და სარეკლამო ბანერების გამორთვა, ასევე, ესკალატორების გათიშვა 07:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 23:00 საათამდე.

საწარმოებს, რომლებიც ელექტროღუმელებს იყენებენ, ურჩევენ მათ გამოყენებას მაშინ, როდესაც არ იქნება პიკის საათები.

წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო კომპანიები ტუმბოების მუშაობა ისე დაარეგულირებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ელექტროენერგიის მოხმარება 07:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 23:00 საათამდე.

ამავდროულად, აკრძალულია კრიპტოვალუტის მაინინგი და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის სპეციალიზებული აღჭურვილობის იმპორტი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ მოლდოვა რუმინეთიდან შეისყიდის ელექტროენერგიის 30%-ს, რომელსაც მანამდე უკრაინიდან იღებდა.

წყარო: kvira.ge

Leave a Reply