ელექტროენერგია

თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება 36%-ით გაიზარდა

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით 1.125 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 10%-ით 1.1156 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა მოხმარებაც. ინფორმაციას ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს. გენერაცია ძირითადად ენგურჰესის ხარჯზე გაიზარდა. გასულ წელს აპრილის ბოლომდე ჰესს რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა და მან მხოლოდ 24 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლო, წელს კი 10-ჯერ მეტი – 253 მლნ კვტ/სთ. ჰესების გამომუშავება ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი უკვე მეოთხე თვეა, მცირდება. ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში იმპორტით 70.611 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია შემოვიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 73%-ით ნაკლებია. 2021 წლის აპრილში იმპორტირებული დენის მოცულობა 259.600 მლნ კვტ-სთ-ს შეადგენდა. რაც შეეხება 2022 წლის 4 თვეს, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი ელექტროენერგიის იმპორტის კლების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, იანვარში ...

Read More »

შუახევი ჰესის მიერ აპრილში წარმოებული ელენერგიის ოდენობა რეკორდულია ექსპლუატაციის მთელი პერიოდისთვის

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) აპრილის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 125 მილიონ 414 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელს (825 მილიონ 464 ათასი მლნ კვტსთ) 36,3%-ით აღემატება. აპრილში წარმოებული ელექტროენერგიის ოდენობის 96,3% ჰიდროსადგურების წილად მოდის. შარშან ეს მაჩვენებელი 91,3%-ს შეადგენდა. მიმდინარე ...

Read More »

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს 12:15-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, სვიმონ შოთაძის, ბესიკ ბელთაძის, შალვა აფხაიძის და მიმდებარე ქუჩებზე. „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები, წიწამურა, ზემო შუახევი, ქვემო კოდისწყარო, ციხისუბანი, ქისიაანი, დახალი კადოეთი. ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ განცხადებით, თბილისში, რამდენიმე რაიონში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძენიშვილის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, სოლომონ დოდაშვილის და ჩკალოვის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი ...

Read More »

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 16 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიგოლ ლორთქიფნიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხომლელოს ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას. ხოლო ამავე ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ფინეთმა რუსული ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაადასტურა

კომპანია Fingrid-მა, რომელიც აკონტროლებს ელექტრო ქსელს ფინეთში, დაადასტურა, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შაბათს ღამით შეწყდა. ამის შესახებ, „ევროპული სიმართლე“ Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით იუწყება. RAO Nordic-მა, რუსულიც ენერგეტიკული კომპანია Inter RAO-ს შვილობილი კომპანია, განაცხადა, რომ 14 მაისიდან ელექტროენერგიას აღარ მიაწოდებს ფინეთს. რეიმა პაივინენი, Fingrid-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, ამბობს, რომ RAO Nordic-ის მიერ მოხსენებული მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გადახდის სირთულეებია. რა დგას ამის ...

Read More »

რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს

გადაუხდელობის გამო, რუსული კომპანია Inter RAO ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია Inter RAO-ს შვილობილი კომპანიის, RAO Nordic Oy-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „იძულებულნი ვართ 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა აღდგება“, – აცხადებენ კომპანია RAO Nordic Oy-ში. კომპანია RAO Nordic Oy-ში განმარტავენ, რომ 6 მაისიდან Nord Pool-ის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგია გადახდილი არ არის. ამის გამო, კომპანიამ, ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ვეკუას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებს სსე-ის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი შეხვდა, რომელიც უფროსკლასელებს ენერგეტიკის დარგის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში არსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის მართვაზე. ჩაუტარდათ პრეზენტაცია ზოგადი ენერგეტიკის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფუნქციონირების და მისი როლის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ხომლის, სულხან ცინცაძის, ფარსადანის, პეტრე ქავთარაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, ...

Read More »