ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით,  2021 წლის   2 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.17 (+ 0.33) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,16 (+ – 0.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უარს აცხადებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC + – ის გეგმას 2022 წლის აპრილამდე გაგრძელდეს შეთანხმება ნავთობის შემცირებული მოპოვების შესახებ, უარს ამბობს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას წარმოების უფრო მაღალი საბაზისო დონე არ ექნება. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე უარყო OPEC + – ის გარიგება, რომლის მიხედვითაც, კარტელის ლიდერები რუსეთი და საუდის არაბეთი მიწოდების გაზრდას მოითხოვდნენ და უკეთესი პირობები მოითხოვა. ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მინისტრებმა მოლაპარაკებები ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,16 აშშ დოლარით (1,53 %) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 77,11 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »

ივნისში SOCAR–მა უკრაინას დაახლოებით 80 000 ტონა დიზელის საწვავი მიაწოდა

SOCAR New Energy- მა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) ერთობლივად დაარსდა, უკრაინისთვის რუსული “როსნეფტის” მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ივნისში 78 300 ტონა დიზელის საწვავის იმპორტი განახორციელა. ნათქვამია A-95 Consulting Group-ის ანგარიშში. ხსენებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მოცულობიდან 23,4 ტონა გადაეცა SOCAR Energy Ukraine-ს, SOCAR–ის შვილობილ კომპანიას უკრაინაში. გასულ თვეში, Bel Petrol Trading და BRSM-Nafta რუსული დიზელის საწვავის იმპორტიორთა შორის ასევე ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 3,7%-ით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, წლის პირველი ნახევრის შედეგებით რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება შემცირდა 3,7%-ით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 254,93 მილიონი ტონა. საშუალო დღე-ღამური მოპოვება 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა 10.32 მილიონი ბარელის ოდენობით. 2021 წლის ივნისის თვეში რუსეთმა მოიპოვა 42,64 მილიონი ტონა ნავთობი გაზის კონდენსატთან ერთად, რაც 11,7%-ით მეტია 2020 წლის ივნისის თვის მაჩვენებელთან ...

Read More »

რუმინეთში უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუმინეთში, ქალაქ კონსტანცასთან, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, ამასთან, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. კომპანია „პეტრომიდიას“ ქარხანის ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქების შემდგ საწარმოში ტექნოლოგიური პროცესები წარმატებით შეაჩერეს. შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Read More »

“ოპეკი +”-ის მინისტრები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, გუშინდელ შეხვედრაზე “ოპეკი +”-ის მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში. “ოპეკი +”-ის მონიტორინგის სხდომა და შეხვედრა ასევე გაიმართება პარასკევს, 2 ივლისს. გადაწყდა, რომ კონსულტაციებისთვის კიდევ ერთი დღე იქნეს აღებული, წერს TASS ოპეკის წყაროზე დაყრდნობით. ცნობილია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, კერძოდ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ყაზახეთმა, არ მოიწონეს ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ შემოთავაზებული ...

Read More »

ბენზინი ისევ გაძვირდა – იმპორტიორები მიზეზად პლატსის ფასებს ასახელებენ

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა და ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ფასმაც კი 2.95-ს მიაღწია. ბოლო 2 თვეში ლარის 30 თეთრიანი გამყარების მიუხედავად, 1 ლიტრი საწვავის ფასი 10-17 თეთრით გაიზარდა. ნავთობიმპორტიორები აღნიშნულს საერთაშორისო ფასების ზრდის ტენდენციით ხსნიან. ბარელი ნავთობის ფასი იმავე პერიოდში $67-დან $75-მდ ეგაიზარდა. 1 ტონა ბენზინზე $50-ით – $705-მდე გაიზარდა ფასები პლატსზეც. 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში რეგულარის ტიპის ...

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

COVID -19-ის ახალი ტალღის გამო, ნავთობის ფასი მცირდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   1 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.11 (-  0,02) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,23 (+ 1,76)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ბოლო ერთ თვეში ნავთობი 16 პროცენტით გაიაფდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.72 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6.72 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 452.342 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ბენზინის მარაგები გაიზარდა 1,52 მილიონი ბარელით  და შეადგინა  239,618 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 0,87 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  137,076 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 ...

Read More »