ლიბანში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალტალილში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაშავებულია 79, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის სამხედროები და დაცვის თანამშრომლები არიან. ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვია აფეთქება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ერთ-ერთი პირის მიერ სანთებელის ანთება გახდა. გარდა ამისა, აფეთქების მიზეზად სახელდება რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება, ...
Read More »