მიმდინარე წლის ივლისში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთში 16.510 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა.
აღნიშნულის შესახებ თურქული მილსადენის ოპერატორი BOTAS იუწყება.
ანგარიშის თანახმად, მოცემული მაჩვენებელი 636 000 ბარელით, ანუ 4%-ით აღემატება გასული წლის ივლისის მაჩვენებელს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, BTC მილსადენით 115 438 მილიონი ბარელი ნავთობი ტრანსპორტირდა თურქეთში. მოცემული მაჩვენებელი 11.512 მილიონი ბარელით, ანუ 9.07%-ით ნაკლებია 2020 წლის პირველი შვიდი თვის მაჩვენებელზე.
შეგეხსენებთ, რომ BTC მილსადენი ნავთობს იღებს აზერბაიჯანიდან, უფრო კონკრეტულად კი, აზერბაიჯან-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ბლოკიდან ნავთობს და შაჰ დენიზის საბადოდან კონდენსატს. გარდა ამისა, ნედლი ნავთობისა და კონდენსატის სხვა მოცულობები, მათ შორის ნავთობი თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან, ასევე ტრანსპორტირდება BTC–ით.
ნინო სამადაშვილი
EnergyNews EnergyNews.ge