“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82.43 (+ 0.38) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.76 (- 0,12) დოლარი/ბარელზე.
Read More »ნავთობპროდუქტები
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი: დღეისათვის სანავთობო ბაზარი დაბალანსებულია
სანავთობო ბაზარი ამჟამად დაბალანსებულია, განაცადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინც აბდულაზიზ ბენ სალმანმა. აღნიშნულის შესახებ, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. კომენტირებისას, რომ ბაზარი მეტ ნავთობს ითხოვს, მან ჩაიცინა: “რომელი ბაზარი? იქნებ გაზის? თუ ნახშირის? იქნებ განახლებადი ენერგეტიკის ბაზარი?” მინისტრმა გაიხსენა OPEC-ის პროგნოზი, რომ დეკემბერში დაიწყება ნავთობის კომერციული მარაგების ზრდა, ხოლო პირველ კვარტალში ის მნიშვნელოვანი იქნება. მან კომენტარი არ გააკეთა იმაზე, შესაძლებელია ...
Read More »ქუვეითი მომავალი წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების სიმძლავრის 3,2 მილიონ ბარელამდე/დღეში გაზრდას გეგმავს
ქუვეითი გეგმავს 2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების სიმძლავრის გაზრდას 500 ათასი ბარელით/დღეში. ქუვეითის ნავთობის მინისტრის მოჰამად აბდულატიფ ალ-ფარესის განცხადებებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ ვმუშაობთ ყველა სიმძლავრეზე და მზად ვართ გამოვაცხადოთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის შეგვიძლია სიმძლავრის 3.2 მილიონ ბარელამდე/დღეში გაზრდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სიმძლავრე გაიზრდება 500 000 ბარელით/დღეში. მ/წლის ოქტომბრის თვეში ქუვეითმა აწარმოა 2,5 მილიონი ბარელი ...
Read More »აშშ-ში ნავთობის მოპოვებას გაზრდიან
შეერთებულ შტატებში დეკემბრის თვეში ფიქლის ნავთობის მოპოვება ნოემბერთან შედარებით 85 ათასი ბარელით გაიზრდება და 8,316 მლნ ბარელს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ფიქლის ნავთობის ფაქტობრივი წარმოება ნოემბერში მცირედით აღემატება დეპარტამენტის მიერ პროგნოზირებულ ოდენობას და 8,231 მილიონ ბარელს შეადგენს. EIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის მოპოვების აღდგენა შვიდი ზონიდან ექვსში გაიზრდება. კერძოდ, ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია პერმის აუზში, სადაც დეკემბერში ფიქლის ...
Read More »Qatar Airways-მა ევროპულ მიმართულებებზე საწვავის მოსაკრებელი შეამცირა
კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი ევროპულ მიმართულებებზე ავიაბილეთების გაიაფების შესახებ აცხადებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, Qatar Airways-მა 2021 წლის 15 ნოემბრიდან ყველა ევროპულ მიმართულებაზე YQ შეამცირა. შესაბამისად ირკვევა, რომ Qatar Airways-მა საქართველოდან და საქართველომდე ეკონომკლასის ბილეთებზე საწვავის მოსაკრებელი 200 ევროდან 120 ევრომდე შეამცირა, ხოლო ბიზნესკლასზე კი 329 ევროდან 175 ევრომდე. წყარო: avianews.ge
Read More »თუ ნავთობის ფასი $100-მდე ავა, საწვავი კიდევ 20 თეთრით გაძვირდება – “ბიოლი”
საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზე, ქართული ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლების უმეტესობა საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელის. როგორც “ბიზნეს ფორმულას” “ბიოლში” განუცხადეს, ბარელი ნავთობის ფასის $100-მდე ზრდის შემთხვევაში, საქართველოში საწვავის 20 თეთრით გაძვირებაა მოსალოდნელი. “მსოფლიოში ენერგეტიკული კრიზისია. არსებობს მოლოდინი რომ ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე ავა. ამ შემთხვევაში, ჩვენც ველოდებით საწვავის დაახლოებით 20 თეთრით გაძვირებას”,- აცხადებს “ბიოილის” დამფუძნებელი რუსუდან რამაზაშვილი. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ფართოდ მოხმარებადი, რეგულარის ტიპის საწვავის ...
Read More »ივა ჭყონია: თუ საწვავზე ფასები არ დასტაბილურდა, წლის ბოლოდან თითქმის ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასები არ დასტაბილურდა, წლის ბოლოდან თითქმის ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება. მისი განმარტებით, იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საწვავი და ვალუტის კურსია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ფასების ზრდა პირპირპროპორციულად ისახება პროდუქციის ფასზე. „იძულებით ხდება და არა იმიტომ, რომ ვიღაცას ეხალისება. გარდა ამისა, არის სეზონური ფაქტორიც – ხილი, ბოსტნეული, რომელიც ქვეყანას ადგილობრივი ...
Read More »Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82.05 (- 0.12) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.88 (+ 0,09) დოლარი/ბარელზე.
Read More »სოსო ფხაკაძე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „მოგესალმებით! მინდა გამოვეხმაურო ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც შინაარსიდან სრულიად ამოვარდნილი სათაურით გავრცელდა სოციალურ მედიაში. მე ამ უზუსტობის გარკვევას, ბუნებრივია, არ შევეცდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის სიმართლის გასარკვევად, საკმარისი პირობაა ამ თემაზე ჩემი კომენტარის სრულად წაკითხვა და სხვა არაფერი. რაც შეეხება საწვავის ფასებს: საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის ...
Read More »ჩინეთიში ნავთობპროდუქტების წარმოება აღდგა
ოქტომბერში ჩინეთის ნავთობის დღიური გადამუშავება გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნავთობის წარმოების მოცულობას საწვავის მაღალი ფასებისა და სტაბილური მოთხოვნის ფონზე ზრდიან. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობის გადამუშავების მოცულობამ ოქტომბერში 58,4 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიხედვით, ქვეყანაში დღეში 13,75 მილიონი ბარელი იწარმოება, ცნობისთვის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 13,64 მილიონი ბარელი იყო. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, წარმოება 3%-ით შემცირდა, თუმცა გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2021 ...
Read More »