ნავთობპროდუქტები

ჩინეთში მოთხოვნის კლების ფონზე, ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  13 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  122.01  (-  1.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.67  (-  0,84)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ირანმა და ვენესუელამ ნავთობპროდუქტების სფეროში 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

ირანსა და ვენესუელას შორის 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. არსებული ინფორმაციით, გეგმა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გეგმა აგრეთვე ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას და საჭირო ტექნიკურ-საინჟინრო მომსახურების ექსპორტს ითვალისწინებს. „ვენესუელამ აჩვენა სამაგალითო წინააღმდეგობა სანქციების, მტრებისა და იმპერიალისტების მუქარის წინააღმდეგ. 20-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი მოწმობს ორი ქვეყნის ნებაზე, განავითარონ კავშირები“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ ...

Read More »

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ენერგორესურსების ექსპორტიდან €93 მილიარდი გამოიმუშავა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან €90 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ჩინეთი და გერმანია. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს. კვლევის თანახმად, ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველია. მისმა წილმა შესყიდვაში 24 თებერვალი-3 ივნისის პერიოდში €57 მილიარდი შეადგინა. რუსული ნავთობის ყველაზე ...

Read More »

შრი-ლანკამ შესაძლოა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეიძინოს

შრი-ლანკა შესაძლოა იძულებული გახდეს რუსეთისგან მეტი ნავთობი შეიძინოს. კუნძული ეკონომიკური კრიზისის ფონზე საწვავის სერიოზულ დეფიციტს ებრძვის. ამის შესახებ Associated Press-ი პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგზე დაყრდნობით იტყობინება. “ხელისუფლება ცდილობს მიიღოს ნავთობი და ქვანახშირი ახლო აღმოსავლეთის მომწოდებლებისგან, მაგრამ შეიძლება რუსეთთან მისვლა კვლავ მოუწიოს”,- განაცხადა ვიკრემესინგმა. შრი-ლანკა ყველაზე ძლიერი ფინანსური კრიზისის წინაშეა. ქვეყანაში დეფიციტია ყველაფერზე, საკვებიდან ნავთობამდე. ცნობისთვის, მაისში შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც საგარეო ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 2 დოლარით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,22 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 128,93 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

საუდის არაბეთი ჩინეთს ნავთობის მიწოდებას ივლისში შეუმცირებს

საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ, მსოფლიოში ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის გამო ივლისში გადაწყვიტა შეემცირებინა ნედლი ნავთობის მიწოდება რიგი ჩინურ გადამამუშავებელი ქარხნებისთვის. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება. მათი სიტყვებით, საუდის კომპანიამ შეატყობინა სულ მცირე ხუთ აზიურ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელთაგანც უმეტესობა ჩინურია, რომ ივლისში ნედლი ნავთობის ნაკლებ სახელშეკრულებო მოცულობებს მიაწვდის. მარაგების შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთი დიდი ფასდაკლებით იძენს რუსული ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობებს. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,13 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 131,15 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი მოხსნას!

მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ისევ მაღალ ნიშნულზეა და მისი შემცირება ვერაფრით ხერხდება, პირიქით, არსებული ვითარება და მოლოდინი ნავთობის მეტად გაძვირების რისკს აჩენს. რა იქნება მომავალში და რატომ არ აქვს შედეგი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნავთობის ფასის შემცირების მიმართულებით? ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის (ყოველდღიური მიწოდება 648 000 ბარელი), თუმცა ბაზარზე ფასი მაინც ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  10  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  123.07  (-  0,51)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121,51  (-  0,60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

2023 წლისთვის რუსეთში ნავთობმოპოვება შესაძლოა 18%-ით შემცირდეს

2023 წლისთვის რუსული ნავთობის მოპოვება შესაძლოა 18%-ით შემცირდეს, რადგან ევროკავშირი ყველა საზღვაო იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) სამშაბათს თავის ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი. ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსული საზღვაო ნავთობის იმპორტი, რისი მიზანით მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაა. თუ ვივარაუდებთ, რომ ევროკავშირის აკრძალვა რუსეთის საზღვაო ვაჭრობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე დაწესდება ექვს თვეში, EIA მოელის, რომ მომავალ წელს რუსეთის ნავთობის მოპოვება დაახლოებით 18%-ით ...

Read More »