ნავთობპროდუქტები

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მოკლე მიმოხილვა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „2021 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით. უმთავრესი, რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო  ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით, რასაც თავის მხრივ მოჰყვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც მოხდა ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საბიუჯეტო ორგანიზაციებს საწვავს „ვისოლი“, „რომპეტროლი“, „სოკარი“ და „გალფი“ მიაწვდიან

საბიუჯეტო ორგანიზაციები საწვავს 2022 წელს სხვადასხვა მიმწოდებლისგან შეიძენენ. ლოტების მიხედვით, საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერს 4 გამარჯვებული კომპანია ჰყავს. სწორედ ამ კომპანიებიდან მოხდება საწვავის შეძენა. უფრო კონკრეტულად, საბიუჯეტო ორგანიზაციები 2022 წელს სუპერის მარკის საწვავს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ შეიძენენ, პრემიუმის – რომპეტროლისგან, ხოლო ევრორეგულარს საბიუჯეტო ორგანიზაციებს და კომპანიებს სოკარი“ მიაწვდის. „სოკარი“ იქნება დიზელის მიმწოდებელიც. რაც შეეხება ევროდიზელს გამარჯვებული ვისოლი და გალფის ქსელები იქნებიან.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.60  (+ 1.75)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.57 (+  1.78)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ვენესუელა დღეში მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს

ვენესუელის მთავრობამ გადააჭარბა ნავთობის საშუალო დღიურ მოპოვებას მილიონი ბარელის ოდენით აშშ-ის ეკონომიკური სანქციების მიუხედავად. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იუწყება” მრავალეროვნულ სატელევიზიო არხზე საუბრისას სამხრეთ ამერიკის ნავთობის მინისტრმა ტარეკ ელ-აისამიმ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო ნავთობკორპორაციის PDVSA-ის თანამშრომლებს, განსაკუთრებით პერსონალს გაწეული „ძალღონისთვის“, რომლებიც დაზვერვასა და წარმოებას  ახორციელებენ. „მე ვნახე მათი ნამუშევრები. შეერთებული შტატების მხრიდან კრიმინალური ბლოკადის საფრთხის მიუხედავად, ხალხი აგრძელებს ფეხზე მყარად დგომას, ...

Read More »

ვენესუელის პრეზიდენტი ირანში ნავთობის მოპოვების თანამშრომლობის განხილვას გეგმავს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ის მალე ეწვევა ირანს, რათა დადოს ახალი შეთანხმებები ნავთობის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ აშშ-ის სანქციების პირობებში. აღნიშნულის თაობაზე “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა” კავშირი იუწყება. “ძალიან მალე მივდივარ თეირანში ვიზიტით, რომელიც შემომთავაზა პრეზიდენტმა რაისმა, რათა შევხვდეთ პირადად, გავმართოთ მოლაპარაკებები და ხელი მოვაწეროთ ახალ შეთანხმებებს თანამშრომლობის პროცესების დასაჩქარებლად”, – თქვა მადურომ. მადურომ აღნიშნა, რომ მას ორი სატელეფონო საუბარი ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

2021 წლის 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპიროდ შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 75,92 (+ 0,16%)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,15  (-  0,87%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„ვისოლი“: საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრით კიდევ შევამცირებთ

მომავალი კვირიდან კომპანია „ვისოლი“ საწვავის ფასის დაახლოებით, 5 თეთრით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „დეკემბრის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ 2-3 კვირის შემდეგ ფასების კლებას დავიწყებდით. მიმდინარე კვირის დასაწყისში საწვავის ფასი 5 თეთრით უკვე შევამცირეთ. ჩვენი დაპირება ძალაშია და მომავალ კვირიდან საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრის ფარგლებში კიდევ შევამცირებთ“,- აცხადებს ვასილ ხორავა. „ვისოლის“ გენერალური ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,3%-ით, 1,79 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 79,24 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

წინა თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტი თითქმის 90%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მატება შეინიშნება, თუმცა ყველაზე მზარდი დინამიკა საავიაციო ნავთის იმპორტშია, რაც ტურიზმის გამოცოცხლებასა და ზოგადად, ავიაციაში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში თითქმის 90%-ით გაიზარდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი, თუმცა წლიურ ჭრილში იმპორტმა ამ მიმართულებით უმნიშვნელო კლება განიცადა, საავიაციო ნავთის იმპორტში 11 თვეში 244,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.85  (+ 1.56)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.79 (+  1.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »