საბიუჯეტო ორგანიზაციები საწვავს 2022 წელს სხვადასხვა მიმწოდებლისგან შეიძენენ. ლოტების მიხედვით, საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერს 4 გამარჯვებული კომპანია ჰყავს. სწორედ ამ კომპანიებიდან მოხდება საწვავის შეძენა.
უფრო კონკრეტულად, საბიუჯეტო ორგანიზაციები 2022 წელს სუპერის მარკის საწვავს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ შეიძენენ, პრემიუმის – რომპეტროლისგან, ხოლო ევრორეგულარს საბიუჯეტო ორგანიზაციებს და კომპანიებს სოკარი“ მიაწვდის. „სოკარი“ იქნება დიზელის მიმწოდებელიც. რაც შეეხება ევროდიზელს გამარჯვებული ვისოლი და გალფის ქსელები იქნებიან.