ნავთობპროდუქტები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,26 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 78,07 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

პუტინი: “რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებმაც მასზე ზღვრული ფასი დაადგინეს”

რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს არამეგობრულ ქვეყნებს, რომლებიც მასზე ზღვრულ ფასს ადგენენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. 5 დეკემბერს დასავლეთის ნავთობის სანქციები შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით ევროკავშირმა შეწყვიტა საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობის მიღება, ხოლო G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა საზღვაო ტრანსპორტისთვის ზღვრული ფასი დააწესეს, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. „რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ, არ გავყიდით იმ ქვეყნებში, ...

Read More »

პუტინი: “რუსეთი ნავთობზე ზღვრული ფასის დადგენას სულ მალე უპასუხებს”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას მოსკოვი უახლოეს დროში უპასუხებს. მისი თქმით,„კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“. პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიჰყიდის იმ ქვეყნებს, რომლებიც “ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ”. მისი თქმით, ფასის ლიმიტის შემოღებიდან რუსეთის “არცერთ შემთხვევაში არ დაზარალდება”. რუსეთის მეთაურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.32 (+0.17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.83 (+0.44)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

აშშ-მა სანქციები დაუწესა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ირანს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარებოდა

აშშ-მა სანქციები დაუწესა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ირანს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარებოდა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. მედიის ცნობით, როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, თურქი ბიზნესმენის, სიტკი აიანის დახმარებით მიღებულ შემოსავალს ირანი მარიონეტული ძალების, მათ შორის ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ დაფინანსებისთვის იყენებდა. მანამდე, გავლენიანმა გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქი ბიზნესმენი სიტკი აიანი ფინანსურ გარიგებებშია ჩართული ...

Read More »

ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე რუსეთში საბიუჯეტო დეფიციტი გაორმაგდა

ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე წლის შედეგებით, საპროგნოზო მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბებს, – განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. კერძოდ, მთავრობის ხარჯები შემოსავლებს მშპ-ის 2%-ის ტოლი თანხით გადააჭარბებს, ზაფხულში პროგნოზირებული 0,9%-ის ნაცვლად. “წლის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯები გველის. საბიუჯეტო “ხვრელის” ამოვსებას ვალის აღებითა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების მეშვეობით ვგეგმავთ” – აღნიშნა სილუანოვმა. ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში ...

Read More »

SOCAR-მა თავისი თურქული ქარხნისთვის რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა თავისი თურქული გადამამუშავებელი ქარხნისთვის რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის სანქციები ევროპისა და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაც ამოქმედდა. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე ევროკავშირის ემბარგო 5 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, რაც კრძალავს ევროკავშირის სერვისებს იმ ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რომელიც G7-ის მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე, ...

Read More »

„დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება“

გლობალური სავაჭრო ჯგუფის” ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება. „ადგილობრივ ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში ბენზინის ფასი შეუქცევადად მცირდება. დიდი ქსელი იქნება ეს, საშუალო თუ მცირე ქსელი ფაქტობრივად ფასების ვარდნასთან გვაქვს საქმე. არაბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება დღეს უკვე 2.40 ლარია. ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებით და ლარის კურსის გამყარებითაა განპირობებული. აქედან გამომდინარე საბითუმო ბაზარზეც ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,2 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა 5,2 მლნ  ბარელით და შეადგინა 413,9 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5319 ათასი ბარელით  და შეადგინა  219,087 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 6159 ათასი ბარელით და შეადგინა  118,807 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $80-ზე რჩება

2022 წლის 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77.22 (+0.05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.57 (+0.52)  დოლარი/ბარელზე.

Read More »