გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,2 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა 5,2 მლნ  ბარელით და შეადგინა 413,9 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5319 ათასი ბარელით  და შეადგინა  219,087 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  გაიზარდა 6159 ათასი ბარელით და შეადგინა  118,807 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply