ნავთობპროდუქტები

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საწვავის იმპორტი გაორმაგდა

იანვარში იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.7%-ით $779 მლნ-მდე გაიზარდა. საიმპორტო პარტნიორებში პირველი ადგილი ტრადიციულად თურქეთმა დაიკავა, საიმპორტო პროდუქციაში მსუბუქმა ავტომობილებმა, მაგრამ ზრდის უფრო მაღალი – 97.7%-იანი ტემპი ნავთობ-პროდუქტების მიმართულებით დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარში ნავთობპროდუქტების იმპორტმა $72.7 მლნ-ს მიაღწია. რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. დრამატული ზრდის უმთავრესი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის გაძვირებაა. თუ გასული ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: საწვავის ფასების რეკორდული მატება პანდემიასა და გეოპოლიტიკურ სირთულეებს უკავშირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასების რეკორდული მატების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და პოლიტიკური ფაქტორებია. „გვესმის, რომ პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი ამაზე მოქმედებს, მაგრამ ამას დამატებით ის გეოპოლიტიკური სირთულეები ემატება, რომელიც რეგიონშია და საწვავის ფასების ზრდას განაპირობებს. ჩვენთვის ეს აქტუალური საკითხია. საწვავი არის ბევრი პროდუქტის მდგენელი და შესაბამისად, ის ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგადად, ინფლაციის დარეგულირება ...

Read More »

მთავრობა საწვავის მუდმივი გაძვირების წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს

მთავრობამ, როგორც იქნა, საწვავის ფასებთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემას ყურადღება დაუთმო და პირობაც დადო, რომ თუკი ქვეყანას მორიგი გაძვირების ტალღა დაატყდება თავს, ხელისუფლება საქმეში ჩაერევა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების ტენდენციის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა, დაზღვევის მექანიზმები შეიმუშაოს. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, შეიძლება იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ფასების ქვედა ნაწილი. „საწვავთან მიმართებით ნამდვილად გვაქვს მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,08 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 97,68 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის გაძვირების შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანია

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი “ბიზნესპარტნინორთან” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციასთან კონსულტაციები არ ყოფილა. “კონკრეტულად რა მექანიზმებზეა საუბარი, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ინიციატივას მივესალმებით და ვთვლით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც მივხვდი, ეს იქნება ფასების ზედა ზღვრის ფიქსაცია და ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, დავაკვირდეთ მოვლენებს, თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, ადეკვატური რეაგირება გვექნება

გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია – დავაკვირდეთ მოვლენებს და გვექნება ადეკვატური რეაგირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწვავის ფასის ზრდაზე გამოთქმულ პროგნოზებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი, “არავინ იცის” და ეს საკითხი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. “საწვავის ფასი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება ...

Read More »

საბერძნეთი ბალკანური ქვეყნებისთვის ენერგეტიკული ჰაბის როლი შესრულებას გეგმავს

საბერძნეთი ბალკანური ქვეყნებისთვის ენერგეტიკული ჰაბის როლი შესრულებას გეგმავს. ასევე მის გეგმებშია იყოს ენერგო-დამაკავშირებელი ცენტრი აფრიკასა და ევროპას შორის. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მოციტაკისმა სერბეთში მისი ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავზარდოთ ენერგოსტაბილურობა ჩვენთან, ბალკანეთზეც და მთელს ევროპაში, ამიტომ გვსურს, გავხდეთ ენერგო დამაკავშირებელი, შევთავაზოთ სხვადასხვა შესაძლებლობები, ანუ ენერგიის დივერსიფიცირება. სერბეთსა და ბულგარეთს შორის მთავარი ინტერკონექტორის მშენებლობა მალე დასრულდება და საბერძნეთი მალე ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 17 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 92.97  (- 1.84)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.76  (- 1.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

მთავრობამ შესაძლოა საწვავის მინიმალური და მაქსიმალური ფასი დააზღვიოს

საწვავის ფასების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა გარკვეული დაზღვევის მექანიზმი შეიმუშაოს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, შესაძლოა საწვავის მაქსიმალური და მინიმალური ფასის დაზღვევა მოხდეს. „საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დიდწილად ეს განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოშია. ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,13 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 100,76 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »