ნავთობპროდუქტები

ლიბანში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

ლიბანში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალტალილში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაშავებულია 79, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის სამხედროები და დაცვის თანამშრომლები არიან. ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვია აფეთქება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ერთ-ერთი პირის მიერ სანთებელის ანთება გახდა. გარდა ამისა, აფეთქების მიზეზად სახელდება რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება, ...

Read More »

ივლისის თვეში აზერბაიჯანმა 700 ათს ბარელზე მეტი ნავთობი მოიპოვა დღე/ღამეში

2021 წლის ივლისის თვეში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ (კონდენსატის ჩათვლით) აზერბაიჯანში შეადგენდა 717 ათასი ბარელი. აქედან 606 ათასი ბარელი იყო ნედლი ნავთობი,ხოლო 111 ათასი ბარელი კონდენსატი. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე, დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტირთა კავშირი”. სამინისტრომ გაიხსენა, რომ შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს 2021 წლის იანვარ-ივლისში მოუწია ყოველდღიური ნავთობის მოპოვების შემცირება 123 ათასი ბარელით 2018 წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით, როდესაც იგი მოიპოვებდა 718 ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 სექტემბრიდან შემცირდება

რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 სექტემბრიდან $ 3.2-ით შემცირდება და ტონაზე $ 64.6-ს შეადგენს. ამჟამად, ნავთობზე საექსპორტო გადასახადი 67,8 აშშ დოლარია 1 ტონაზე. გადასახადი ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე შემცირდება ტონაზე 20,3 დოლარიდან – 19,3 დოლარამდე, ხოლო კომერციული ბენზინის ექსპორტზე გადასახადი შემცირდება ტონაზე 20,3 აშშ დოლარიდან – 19,3 დოლარამდე. დაბოლოს, გათხევადებული ბუნებრივი აირის (LPG) გადასახადი იქნება ტონაზე 69,9 $, სუფთა LPG ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

კონკურენციის სააგენტო: საწვავის შემომტანი ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 74 პროცენტია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 30 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 669 167 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 3.9%-ით აღემატება 2020 წლის იანვარი-ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს – 644 288 ათასი ლიტრი. იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა – HHI ინდექსმა შეადგინა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის  16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.51 (- 1.08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.29 (- 1.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.59 (- 0,72) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.44 (- 0,65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“ურალის” ნავთობი ევროპაში პოზიციებს კარგავს

“ურალის” ნავთობის ფასები ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში 4-დან 11 აგვისტომდე მწირი მოთხოვნის გამო შემცირდა. ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ბევრმა გადამამუშავებელმა ალტერნატიული მარკების ნავთობის შეძენა აირჩია, მათ შორისა ნორვეგიელი “იოჰან სვერდრუპი” და იაფი ნედლეული ერაყიდან, აღნიშნეს ბაზრის მონაწილეებმა. სავაჭრო კომპანია Glencore–მა 11 აგვისტოს გააკეთა შესთავაზება 100 ათასი ტონა “ურალის” ნავთობზე, ბალტიის პორტებიდან გადაზიდვით ჩათვლით, ბარელზე 2.20 $ ფასდაკლებით. იმავე დღეს, Gunvor–ის სავაჭრო ...

Read More »

ივლისში BTC-ით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის ივლისში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთში 16.510 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა. აღნიშნულის შესახებ თურქული მილსადენის ოპერატორი BOTAS იუწყება. ანგარიშის თანახმად, მოცემული მაჩვენებელი 636 000 ბარელით, ანუ 4%-ით აღემატება გასული წლის ივლისის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, BTC მილსადენით 115 438 მილიონი ბარელი ნავთობი ტრანსპორტირდა  თურქეთში. მოცემული მაჩვენებელი 11.512 მილიონი ბარელით, ანუ 9.07%-ით ნაკლებია 2020 წლის პირველი შვიდი თვის მაჩვენებელზე. შეგეხსენებთ, ...

Read More »

ივლისში აზერბაიჯანმა 717 ათასი ბარელი ნავთობი აწარმოა

2021 წლის ივლისში, აზერბაიჯანში, ნავთობის წარმოების მოცულობამ (კონდენსატის ჩათვლით) 717 ათასი ბარელი შეადგინა. არNიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობიდან 606 ათას ბარელს ნედლი ნავთობი შეადგენს, ხოლო 111 ათასი ბარელი კონდენსატია. ახალი “თანამშრომლობის დეკლარაციის” თანახმად, რომელიც OPEC +-ის  ქვეყნებმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღეს, აზერბაიჯანისთვის ნავთობის მოპოვების მოცულობა ივლისში 98,000 ბარელით განისაზღვრა. ივნისში ქვეყანაში ყოველდღიური წარმოება 10 ათასით ბარელით გაიზარდა, რაც ივლისის თვეში 620 ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

ამოუხსნელი ამოცანა: რატომ არ აიაფებენ საწვავს საქართველოში?

კარგა ხანია მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 69-71 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც საგრძნობი შემცირებაა. უახლოეს მომავალში მისი კლება კიდევ მოსალოდნელია. დადებითი პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია, თუმცა საქართველოში შიგნით არანაირი ძვრა არ შეინიშნება. რატომ არ რეაგირებს ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ტენდენციებზე? ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცის საგანგაშოდ მიაჩნია, რომ იმპორტიორებზე არ მოქმედებს არც გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემო, არც გამყარებული ლარი ...

Read More »