ნავთობპროდუქტები

საწვავი 4-5 თეთრით გაძვირდა

ბოლო 2-3 კვირის პერიოდში საქართველოში რიგ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა. ზოგიერთი ტიპის საწვავზე ფასი 4-5 თეთრით არის გაზრდილი. დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია: „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.39 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.29 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.19; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.49 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი ...

Read More »

“ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება”

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მთავრობის ახალ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლითაც ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები გამკაცრდა. „მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მთავრობის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საავტომობილო ბენზინის ხარისხის ნორმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირებაა ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა და ევროპულ სტანდარტებთან გატოლება. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სხდომაზე მიიღეს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქებში ჰაერის ...

Read More »

აშშ-ს ნავთობის მარაგები შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,117 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 443 მლნ ბარელი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინის მარაგები გაიზარდა 5,664 მლნ ბარელით და შეადგინა 226,546 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,370 მლნ ბარელით და შეადგინა 128,076 მლნ ბარელი. აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 127 ათასი ბარელით ...

Read More »

მსოფლიო ბანკი 2021 წელს ნავთობის ფასის 44 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს 2021 წელს ნავთობის ფასის ზრდას 44 დოლარამდე ბარელზე და 2020 წელს – 50 დოლარამდე/ბარელზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. “2021 წელს ნავთობის ფასი გაიზრდება 44 დოლარამდე/ბარელზე და 2022 წელს – 50 დოლარამდე ბარელზე 2020 წლის საპროგნოზო ფასთან შედარებით, რომელიც შეადგენს 41 დოლარს/ბარელზე”, – ნათქვამია ანგარიშში. ბანკის ექსპერტთა აზრით, ფასის პროგნოზისათვის ძირითად რისკებს წარმოადგენს მომავალში პანდემიის ...

Read More »

ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არასტაბილური რჩება

ოპეკის პრეზიდენტმა მოუწოდა არ იჩქარონ ნავთობის მოპოვების გაზრდა. “ოპეკის ქვეყნები მომავალი წლიდან არ უნდა ჩქარობდნენ ნავთობის მოპოვების გაზრდას, როდესაც ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არასტაბილური რჩება.” ამის შესახებ განაცხადა ოპეკის პრეზიდენტმა და ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელმაჯიდ ატარმა. “მიუხედავად დადებითი ნიშნებისა და ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხელსაყრელი სცენარის მიხედვით, აპრილის თვეში ჩვენ შევძლებთ 2 მილიონი ბარელის მოპოვებას დღე/ღამეში. ...

Read More »

ევროპაში ბენზინისა და დიზელის სატვირთოების გაყიდვები აიკრძალება

ევროკავშირში სატვირთოების უმსხვილესი მწარმოებლები აცხადებენ, რომ 2040 წლიდან არ აწარმოებენ და არ გაყიდიან ბენზინისა და დიზელისძრავიან სატვირთოებს. ეს კი დათქმულ ვადაზე 10 წლით ადრე მოხდება – წერს გაზეთი Financial Times. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება მოცემულია დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს კომპანიების Daimler, Scania, Man, Volvo, Daf, Iveco და Ford-ის წარმომადგენლებმა. „იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება ერთად მოქმედება“ – განაცხადა შვედური Scania-ს ...

Read More »

ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი მცირდება

MEA ამცირებს ნაავთობის მოთხოვნის პროგნოზს 2021 წელსენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მცირედით შეამცირა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი 2021 წელს, ნათქვამია ორგანიზაციის დეკემბრის ანგარიშში. 2020 წლის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, სააგენტო კვლავ 8,8 ბარელით დღე/ღამეში შემცირებას ელოდება.”2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ჩვენი პროგნოზი შემცირდა 170 ათასი ბარელით დღე/ღამეში, 5,7 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში” – წერს სააგენტო. სააგენტოს ცნობით პროგნოზის შემცირება ასოცირდება საავიაციო ...

Read More »

კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. საბადოს, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და ნორვეგიის კომპანია Equinor-მა ბაქოს აღმოსავლეთით 120 კილომეტრში აღმოაჩინეს, ”ყარაბაღი” უწოდეს. კომპანიამ, რომელმაც საბურღი ოპერაციები 2019 წლის 23 დეკემბერს დაიწყო, საბადო მიწის სიღრმეში 3,400 მეტრზე დააფიქსირა. აღინიშნა, რომ ნავთობის საბადოში 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის რეზერვებია.

Read More »

OPEC-ის არაწევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას ზრდიან

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის  (OPEC),  არაწევრ ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში მომავალი წლის იანვრის თვიდან ყოველდღიურად  ნავთობის მოპოვება-წარმოების  500 ათასი ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.  OPEC+ 23 წევრი ქვეყნის ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრების ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართული  მე-12 მინისტრთა შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ OPEC+ ქვეყნები იანვრისთვის შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას 500 ათასი ბარელით დღეში. ამრიგად, დღევანდელი წარმოებიდან  დღეში  7,7 მილიონი ბარელით ...

Read More »

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასით შესყიდული იმპორტია. თვის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორიო ბაზარზე ბენზინის ღირებულება – 90 დოლარით, დიზელის კი 100 დოლარით გაიზარდა. კერძოდ, თუ 1 ნოემბერს 1 ტონა ბენზინის ღირებულება 340 დოლარს შეადგენდა, 14 დეკემბრის მდგომარებით, მისი ფასი 429.5 დოლარის ნიშნულზეა. შეგახსნებთ, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი ნოემბრის ბოლოსაც გაძვირდა და ფასები 7-10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.

Read More »