ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი მცირდება

MEA ამცირებს ნაავთობის მოთხოვნის პროგნოზს 2021 წელსენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მცირედით შეამცირა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი 2021 წელს, ნათქვამია ორგანიზაციის დეკემბრის ანგარიშში.

2020 წლის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, სააგენტო კვლავ 8,8 ბარელით დღე/ღამეში შემცირებას ელოდება.”2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ჩვენი პროგნოზი შემცირდა 170 ათასი ბარელით დღე/ღამეში, 5,7 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში” – წერს სააგენტო.

სააგენტოს ცნობით პროგნოზის შემცირება ასოცირდება საავიაციო ნავთის მოხმარების მკვეთრ ვარდნასთან.ამავე დროს 2021 წელს საავტომობილო ბენზინზე და დიზელის საწვავზე გლობალური მოთხოვნილება შეიძლება აღდგეს კრიზისის წინა დონის 97-99%- მდე, ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, რომ ელოდება ნავთობზე მოთხოვნის “მდგრად აღდგენას” – დანაკარგების თითქმის ორი მესამედი აღდგება 2021 წელს.

Leave a Reply