ნავთობპროდუქტები

აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, იტალიურმა ნავთობკომპანია Eni SpA-მ და ესპანურმა Repsol SA-მ მომდევნო თვიდან, რუსული ნავთობის ემბარგოს დასაკომპენსირებლად, შესაძლოა ვენესუელური ნავთობის იმპორტი უზრუნველყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Eni-სა და Repsol-ის კომპანიების მიერ მიღებული ნავთობის მოცულობა მცირეა, შესაბამისად, ის ენერგორესურსის გლობალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ვენესუელის ხელისუფლებისთვის. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ...

Read More »

აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის

2022 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანმა ირანის გავლით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ირანელი მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულია. „ირანი გააგრძელებს მონაწილეობას ამ თანამშრომლობაში“, – განაცხადა შაჰბაზოვმა. მანამდე, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოვჯიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი ბუნებრივი აირის გაცვლების მოცულობას გააორმაგებენ, რაც 2021 წლის შეთანხმების ნაწილია. მან აღნიშნა, რომ ...

Read More »

ყაზახეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად ნავთობს სახელს გადაარქმევს

ყაზახეთი ნავთობს, რომელიც რუსული საზღვაო პორტების გავლით გააქვს ექსპორტზე, სახელს გადაარქმევს. ამიერიდან რუსული პორტებით გატანილი ნავთობის სახელი Kazakhstan Export Blend Crude Oil (KEBCO) იქნება. ცვლილების მიზეზი ყაზახური ნავთობის რუსულისგან დიფერენცირებაა. „მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო და ქვეყნის ნავთობის ექსპორტზე ნეგატიური ცვლილებების თავიდან ასარიდებლად, 2022 წლის ივნისიდან გამოიყენება შემდეგი სახელი – KEBCO (Kazakhstan Export Blend Crude Oil)“, – წერია ყაზახური ნავთობის მწარმოებლის, ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 2  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117,61  (+  1,32)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  116,87  (+  1,61)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

OPEC+ ნავთობის მიწოდებას გაზრდის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) ნავთობის მიწოდების დაახლოებით 50%-ით გაზრდაზე შეთანხმდა. ასევე, რუსეთი გაერთიანების სრულუფლებიან წევრად რჩება მიუხედავად შეერთებული შტატებისა და სხვა მსხვილი შემსყიდველების ზეწოლისა. ქვეყნები ივლისსა და აგვისტოში ნავთობის ყოველდღიური წარმოების 648,000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა სრულად დაუჭირა მხარი ამ გეგმას და მოლაპარაკებები დასრულდა რეკორდულ დროში, სულ რაღაც 11 წუთში. ნავთობი ფასი შეხვედრის წინ შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 2  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.74 (+1.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 116.87  (+1.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

„გაზპრომმა” მიმდინარე წლის 5 თვეში შარშანდელთან შედარებით 4,8%-ით ნაკლები გაზი მოიპოვა

მიმდინარე წლის ხუთ თვეში „გაზპრომმა” 211,4 მლრ კუბ მ გაზი აწარმოვა, რაც 4,8%-ით (10.6 მლრ კუბ მ) ნაკლებია შარშანდელთან შედარებით. „გაზპრომი” აღნიშნავს, რომ შარშანდელ დონეზე დარჩა გაზის მიწოდება შიდა ბაზარზე, ჩინეთის მიმართულებით კი გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა შემცირებული გაზის მიწოდება შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში (იგულისხმება ევროპის ქვეყნები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამოკლებით). ხუთი თვის განმავლობაში ამ ქვეყნებს 61 მლრ კუბ მ გაზი მიეწოდათ, 27.6%-ით ...

Read More »

კრემლი: რუსეთი ცდილობს, შეამციროს ნავთობზე ემბარგოთი გამოწვეული ზიანი

რუსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ცდილობს, შეამციროს ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვით გამოწვეული ზიანი. ევროკავშირმა ორშაბათს გამართულ სამიტზე რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვათა შორის, ითვალისწინებს რუსეთის ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტის აკრძალვას. გამონაკლისი გაკეთდა ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. „სანქციებს უარყოფითი შედეგი ექნება ევროპისთვის, ჩვენთვის და მთელი მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრისთვის“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ...

Read More »

საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, რომ საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების გამო, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება. როგორც გამოცემა წერს, საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვების გაზრდა სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეს სავარაუდოდ ივლისში ან აგვისტოში მოხდება. „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთმა საკუთარი პოზიცია შეცვალა, რათა ნავთობზე ფასების გაკონტროლება შეძლოს, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაახლოების ფარგლებში. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალურ განცხადებას ნავთობის ...

Read More »

ნავთობის რუსი მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის

რუსი ნავთობის მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ვოლ სთრით ჯორნალი.“ ამერიკული გამოცემის თანახმად, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის. „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ნავთობის გადამტანები და მწარმოებლები ბაზრებს რუსულ პროდუქტს წარმოშობის ადგილის დაფარვით აწოდებენ. მედიის ცნობით, საწვავი, რომელიც სავარაუდოდ, ნაწილობრივ დამზადებულია რუსული ნედლი ნავთობისგან, გასულ თვეში ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში შეიტანეს. როგორც მედია წერს, ...

Read More »