ნავთობპროდუქტები

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები ევროპის ორ ქვეყანაში გაიტანა

2022 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთმა ექპორტზე $68,4 მილიონის ნავთობპროდუქტებიგაყიდა, რაც გასული წლის ანალიგიურ პერიოდზე 2,5-ჯერ მეტია. ყირგიზეთის ნავთობის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან თურქეთი ($26 მლნ) და ჩინეთი ($9,5 მლნ). ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ყირგიზეთმა საანგარიშო პერიოდში $7,1 მილიონის ნავთობპროდუქტები მალტაში გაყიდა. ამასთან, ყირგიზეთმა ნედლეული ბელგიასა ($4,7 მლნ) და ნიდერლანდებში (4,2 მლნ) გაყიდა.

Read More »

ლიბიაში ნავთობის მოპოვებამ 1,211 მილიონი ბარელი შეადგინა დღე/ღამეში

ლიბიაში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 1,211 მილიონ ბარელამდე დღეში, ლიბიის ეროვნული ნავთობის კორპორაციის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ეროვნული ნავთობის კორპორაციის ახალმა ხელმძღვანელმა ფარჰატ ბენგდარამ, რომელიც ეროვნული ერთიანობის მთავრობამ 23 ივლისს დანიშნა, თქვა, რომ ნავთობის მოპოვებამ მიაღწია 860 ათას ბარელს დღე/ღამეში და რომ იგი აპირებდა ორ კვირაში 1,2 მილიონ ბარელამდე გაზრდას. გასულ წელს ნავთობის ექსპორტმა ასევე მიაღწია 1,2 მილიონ ბარელს ...

Read More »

ბოლო 6 თვეში მსოფლიოში საავიაციო ნავთი 70%-ით გაძვირდა

მსოფლიოში საავიაციო ნავთის ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 2022 წლის 6 თვეში საავიაციო საწვავის ფასმა 70%-ით მოიმატა, რამაც უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინა საავიაციო ინდუსტრიაზე. ნავთობის მიწოდება აღდგა ივლისში და IEA (ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო) იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. წყარო: avianews.ge

Read More »
ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებენ – რეიტინგი

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ენერგომატარებლებმა, რომელთაც პოლიტიკური დატვირთვა არც ამ დრომდე აკლდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რაც ნათლად აისახა ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის გაზრდილ ფასებზე, მზარდ ინფლაციასა და ენერგომატარებლების გლობალურ დეფიციტზე. თავად ეს მდგომარეობა, უმეტესწილად რუსეთის ფედერაციის ფაქტორითაა განპირობებული, რომელიც ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. თუმცა, რუსეთის გარდა ნავთობს სხვა სახელმწიფოებიც აწარმოებენ და რუსეთის მიერ ნავთობისა და სხვა ენერგომატარებლების ...

Read More »

ისტორიაში პირველად – დიდმა ბრიტანეთმა თვე რუსული საწვავის გარეშე დახურა

ივნისში, ისტორიაში პირველად, ლონდონს რუსეთიდან საწვავი არ შემოუტანია. ეს მოხდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების დაწესების გამო, იუწყება Sky News. ეროვნული სტატისტიკის ოფისში განაცხადეს, რომ საქონლის იმპორტი 39 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1997 წლის იანვარის შემდეგ. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. კერძოდ, ქვეყანამ უარი თქვა რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე. დიდ ბრიტანეთში მიწოდების შეწყვეტის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.22 (+  3.74)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.74  ( +  3.38)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანმა გადაწყვიტა ნავთობის მოპოვება წელიწადში 4 მილიონ ბარელამდე გაზარდოს

ირანმა გადაწყვიტა ნავთობის მოპოვება 4,038 მლნ ბარელამდე გაზარდოს წლის ბოლომდე თავისი კალენდრის მიხედვით, ანუ 2023 წლის 21 მარტამდე. ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ნავთობისა და გაზის მოპოვების კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის ჰორმოზ გალავანის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მოჰსენ ხოჯასტემეჰრის მხარდაჭერით და შვილობილი კომპანიებისთვის საჭირო შეკვეთების შემდეგ, ირანული კალენდრის მიხედვით, მოპოვება ამ წლის ბოლომდე დღე/ღამეში 4,038 მილიონ ...

Read More »

OPEC+ არ აპირებს ნავთობის მოპოვების შემცირებას

OPEC+ არ აპირებს ნავთობის მოპოვების შემცირებას უახლოეს მომავალში. “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით” არსებობს შესაძლებლობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ირანიდან ნავთობი მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდება. ირანის ნავთობი შესაძლოა დაბრუნდეს მსოფლიო ბაზარზე, თუ ირანი და დასავლეთი დადებენ ბირთვულ შეთანხმებას. აღსანიშნავია, რომ წინა დღით OPEC +- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზად არიან შეამცირონ ნავთობის მოპოვება, თუ ირანის ნავთობი, რომელიც ამჟამად ...

Read More »

“გალფი” ფართოვდება – კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება – „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ბრენდი “გალფი”) მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებულ 32 ავტოგასამართ სადგურზე, კონტროლის მოპოვებას (იჯარით აღება). უწყების მიერ, საკითხის შესწავლის პროცესში, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა – 1 322 225 ათასი ლიტრი, ხოლო მოქმედი კომპანიების რაოდენობა – ...

Read More »

ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ გაზს მოიპოვებენ – რეიტინგი

უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, მსოფლიოში ენერგომატარებლების გლობალური კრიზისი შეიქმნა, რომელიც განსაკუთრებით ევროპაში იგრძნობა – კონტინენტზე, რომელიც რუსულ გაზსა და ნავთობზე დიდად არის დამოკიდებული. თავისთავად ცხადია, რომ ამ დამოკიდებულების შესახებ რუსეთშიც იციან და ხშირად, მას პოლიტიკურ იარაღადაც იყენებენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როდესაც რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია Gazprom-მა ევროპაში გაზის ექსპორტი საგრძნობლად შეამცირა, რამაც კონტინენტზე გაზის ფასები ომამდელ ...

Read More »