ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანმა გადაწყვიტა ნავთობის მოპოვება წელიწადში 4 მილიონ ბარელამდე გაზარდოს

ირანმა გადაწყვიტა ნავთობის მოპოვება 4,038 მლნ ბარელამდე გაზარდოს წლის ბოლომდე თავისი კალენდრის მიხედვით, ანუ 2023 წლის 21 მარტამდე. ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ნავთობისა და გაზის მოპოვების კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის ჰორმოზ გალავანის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მოჰსენ ხოჯასტემეჰრის მხარდაჭერით და შვილობილი კომპანიებისთვის საჭირო შეკვეთების შემდეგ, ირანული კალენდრის მიხედვით, მოპოვება ამ წლის ბოლომდე დღე/ღამეში 4,038 მილიონ ბარელს მიაღწევს“, – თქვა გალავანდმა.

მისი თქმით, კომპანიამ გამართა შეხვედრა, რათა განხილულიყო ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით ყველა შესაძლო პირობა, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

Leave a Reply