ლიბიაში ნავთობის მოპოვებამ 1,211 მილიონი ბარელი შეადგინა დღე/ღამეში

ლიბიაში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 1,211 მილიონ ბარელამდე დღეში, ლიბიის ეროვნული ნავთობის კორპორაციის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ეროვნული ნავთობის კორპორაციის ახალმა ხელმძღვანელმა ფარჰატ ბენგდარამ, რომელიც ეროვნული ერთიანობის მთავრობამ 23 ივლისს დანიშნა, თქვა, რომ ნავთობის მოპოვებამ მიაღწია 860 ათას ბარელს დღე/ღამეში და რომ იგი აპირებდა ორ კვირაში 1,2 მილიონ ბარელამდე გაზრდას.

გასულ წელს ნავთობის ექსპორტმა ასევე მიაღწია 1,2 მილიონ ბარელს დღე/ღამეში.

Leave a Reply