ნავთობპროდუქტები

ევროკავშირი: რუსული ნედლეულით შერეული ნავთობი არ დაიშვება

ევროკავშირმა რეკომენდაცია გაუწია ნავთობის იმპორტიორებს კონტრაქტებში მიუთითონ, რომ მათ მიერ მიწოდებულ საწვავში რუსული ნედლეული არ არის, ვინაიდან სხვა წარმოშობის ნავთობთან შერეული სახით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობი ექვემდებარება ემბარგოს, შესაბამისად, იმპორტიორებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. „იმპორტიორებს ვურჩევთ ხელშეკრულებებში შეიტანონ პუნქტი, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი დაადასტურებს, რომ გაყიდული ნავთობი არ შეიცავს რუსულ ნედლეულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ნავთობკომპანიების შემოსავლები ზრდას განაგრძობენ

უკრაინაში მიმდინარე ომი ზრდის ნავთობისა და გაზის კომპანიებს სარგებელს, რაც კითხვებს აჩენს, თუ როგორ განიკარგოს მოგება. ნორვეგია, რუსეთი შემდეგ, მეორე უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელია ევროპაში. ქვეყანა ყოველდღიურად დაახლოებით ოთხ მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. ნორვეგია ევროკავშირს გაზით მომარაგებას თითქმის მეოთხედით უზრუნველყოფს. 2022 წლის მეორე კვარტალში წიაღისეული საწვავის გიგანტის Equinor- ის შემოსავალი 3-ჯერ გაიზარდა. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ნორვეგია ენერგეტიკულ ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

საუდის არაბეთმა ბაზარზე ნავთობის რეკორდული რაოდენობა გამოიტანა

საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტმა ივლისში 7,5 მილიონ ბარელს მიაღწია დღეში, რაც ყველაზე მაღალია 2020 წლის აპრილიდან მოყოლებული, იტყობინება Bloomberg ტანკერების მიკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ ივნისში სამეფომ ექსპორტი 6,6 მლნ ბარელზე გაიტანა. ამრიგად, საუდის არაბეთის საექსპორტო მიწოდება გაიზარდა 13,6%-ით. საუდის არაბეთიდან ნავთობის მიწოდება ჩინეთში, რომელიც მთავარი მიმართულებაა, ივლისში საშუალოდ 1,65 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ინდოეთში მიწოდებამ 2020 წლის აპრილის შემდეგ პირველად ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 6%-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 6,81 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 105,97 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 2 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.30 (+0.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.24 (+0.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ტოპ 5 იმპორტიორი კომპანიიდან ორი ნავთობკომპანიაა

ივნისის ტოპ იმპორტიორ კომპანიებში ,,პსპ ფარმას’’ კომპნაია ,,ალტა’’ ანაცვლებს, ხოლო ,,სოკარს’’ კომპანია ,,გალფი’’ (სან პეტროლიუმ ჯორჯია). შესაბამისად, 2022 წლის ივნისის ტოპ 5 იმპორტიორი კომპანია ასე გამოიყურება: Caucasian Metals Tereminal; ალტა; კავკასიის ავტოიმპორტი; რომპეტროლ საქართველო; სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი); 2021 წლის ივნისში კი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; პსპ ფარმა; რომპეტროლ საქართველო; სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი.  შეგახსენებთ ივნისში საქართველოში ...

Read More »

საუდის არაბეთის მიერ ივლისის თვეში ნავთობის ექსპორტმა ბოლო 2 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტმა ივლისის თვეში მიაღწია 7,5 მილიონ ბარელს/დღეში , რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის აპრილის თვიდან, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს. ივნისის თვეში სამეფომ განახორციელა 6,6 მილიონი ბარელის ექსპორტი დღეში. ამრიგად, საუდის არაბეთის საექსპორტო მიწოდება გაიზარდა 13,6%-ით. სააგენტოს მონაცემებით, ნავთობის მიწოდება საუდის არაბეთიდან ჩინეთში, რომელიც ძირითადი დანიშნულების ადგილია, ივლისში გაიზარდა საშუალოდ 1.65 მილიონ ბარელამდე/დღეში. ...

Read More »

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს? | რეიტინგი

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიო მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მიწოდების შეზღუდვისა და რისკების ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს ნავთობის ფასები თითქმის 40%-ით გაიზარდა, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ზეწოლა კი სულ უფრო მეტად იზრდება. ნავთობის უმსხვილეს მომპოვებლებს შორის პირველ ადგილს აშშ იკავებს, რომელიც ყოველდღიურად 16.6 მილიონ ბარელს აწარმოებს; 11 მილიონი ბარელით მეორე ადგილზე საუდის არაბეთია; ხოლო მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,82 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 112,78 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი 5 დოლარით შემცირდა

2022 წლის  1 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.88 (-4.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93.25  ( -5.21)  დოლარი/ბარელზე.

Read More »