ტოპ 5 იმპორტიორი კომპანიიდან ორი ნავთობკომპანიაა

ივნისის ტოპ იმპორტიორ კომპანიებში ,,პსპ ფარმას’’ კომპნაია ,,ალტა’’ ანაცვლებს, ხოლო ,,სოკარს’’ კომპანია ,,გალფი’’ (სან პეტროლიუმ ჯორჯია).

შესაბამისად, 2022 წლის ივნისის ტოპ 5 იმპორტიორი კომპანია ასე გამოიყურება:

Caucasian Metals Tereminal; ალტა; კავკასიის ავტოიმპორტი; რომპეტროლ საქართველო; სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი);

2021 წლის ივნისში კი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:

Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; პსპ ფარმა; რომპეტროლ საქართველო; სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი.

 შეგახსენებთ ივნისში საქართველოში $1 მლრდ-ის პროდუქცია იმპორტირდა.

ტოპ 3 პროდუქტი და პარტნიორი ქვეყანა კი ასე გამოიყურება:

პროდუქცია:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები- $115.3მლნ;
  2. მსუბუქი ავტომობილები $105.6მლნ;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები $44.4მლნ.

ქვეყანა:

  1. თურქეთი $202.5მლნ;
  2. რუსეთი $151მლნ;
  3. ჩინეთი $101.9მლნ.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply