ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 20  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  112.04  (+  2.93)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  112.21  (+  2.62)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ბელორუსიაში ევროპულ ტვირთგადამზიდებს საწვავს უფრო ძვირად ჩაუსხამენ

ევროკავშირში რეგისტრირებული სატვირთო მანქანები ბელორუსულ ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ გარკვეული მარკის დიზელზე და სპეციალურად დაწესებულ ფასად შეძლებენ საწვავის შევსებას. ამის შესახებ კონცერნი „ბელნეფტეხიმი“ იტყობინება. ცნობილია, რომ 20 მაისიდან 12 სასაზღვრო ბენზინგასამართი სადგური დიზელის საწვავს მაღალ ფასებში გაყიდის. საუბარია ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავის რეალიზაციაზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განთავსებულია საგუშაგოებზე და მისაბმელიანი ტვირთის გადატვირთვის დაწესებული ადგილებისთვის. ევროპული ნომრებით სატვირთო მანქანებისთვის ამიერიდან მხოლოდ გარკვეული ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

როდიდან გაიაფდება საწვავი – კონკურენიის სააგენტო სავარაუდო თარიღს ასახელებს

„არაბრენდულმა ქსელებმა შეამცირეს ფასი, პრობლემა მსხვილი ბენზინგასამართი სადგურებია. თუ ადექვატურები იქნებიან კომპანიები, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მათ აქვთ რესურსი ფასების, 15-20 თეთრით დარეგულირების“, – განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ, საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას, გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“. მისივე ინფორმაციით, აქტიური შეხვედრების შედეგად ბიზნესი აღიარებს, რომ არსებობდა შესაძლებლობები კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და განვითარების, რაც არ გამოიყენეს, უახლოეს ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

გაყიდული 1 ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი ბიუჯეტში მიდის

საქართველოში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული ყოველი 1 ლიტრი საწვავიდან, როგორც ბენზინიდან ასევე დიზელიდან, 90 თეთრიდან 1 ლარამდე თანხა ბიუჯეტში აქციზისა და დღგ-ს სახით ირიცხება. აქციზის თანხა ფიქსირებულია, დღგ კი ფულად გამოსახულებაში საწვავის თვითღირებულებასთან ერთად იზრდება. „ორი რამაა გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები“. ბენ ფრანკლინის მიერ XVIII საუკუნეში ნათქვამი ეს ფრთიანი ფრაზა XXI საუკუნეშიც აქტუალურია. ჯერჯერობით არც უკვდავების წამალი გამოუგონიათ და ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინეს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში  სამი ახალი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საბადო აღმოაჩინეს აბუ დაბის ახლოს ბუ ხასაზე, რომელიც არაბული ქვეყნის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 200 კილომეტრშია. საბადოს მოცულობა 500 მილიონი ბარელი პრემიუმ კლასის ნავთობია. მეორე საბადო, რომლის მოცულობა დაახლოებით ასი მილიონი ბარელია, ზღვაში აბუ დაბის სანაპიროზე აღმოაჩინეს. მას მართავს Occidental (OXY.N). ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თითქმის 4-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 4,76 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 118,42 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აშშ ევროპას რუსულ ნავთობზე ემბარგოს ნაცვლად, გადასახადების დაწესებას სთავაზობს

აშშ აპირებს ევროპის ქვეყნებს შესთავაზოს რუსულ ნავთობზე გადასახადების დაწესების იდეა, როგორც ემბარგოს ალტერნატივა, – იუწყება Reuters. სააგენტოს ცნობით, გადასახადების შესაძლო შემოღების მექანიზმი ითვალისწინებს რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვებას, თუმცა, რუსეთის ფედერაციაში შესული საექსპორტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ხსენებული გეგმის შეთავაზებას G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გეგმავს, მიმიდინარე კვირაში. რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვება, სააგენტოს ცნობით, ასევე თავიდან ააცილებს ევროპას ნავთობზე ფასების ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 18  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.11 (+2.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.60 (+1.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ამერიკამ ვენესეულურ ნავთობს გზა გაუხსნა, მსოფლიოში გაიაფებას ელიან

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს. აშშ იმ დისბალანსის შევსებას ცდილობს, რომელიც ნავთობის მოთხოვნა-მიდოების მიმართულებით არსებობს. რა ცვლილებებს შეიძლება დაედოს საფუძველი და მოახდენს თუ არა საქართველოზე გავლენას ვენესუელასთვის შეზღუდვების შემსუბუქება? მალე კომპანიებს ვენესუელაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ევროპის ბაზარზე გატანის საშუალება მიეცემათ, ხოლო უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია “შევევრონს” უფლება ეძლევა ვენესუელურ სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVშA-სთან მოლაპარაკების აწარმოოს და ბიზნესშეთანხმებასაც ...

Read More »

ჩინეთი ნავთობის შესყიდვაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ჩინეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობის დამატებითი მარაგების შესყიდვაზე. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურ პეკინს სტრატეგიული მარაგების შევსება სურს შეღავათიან ფასად. “ჩინეთი ცდილობს, თავისი სტრატეგიული მარაგები იაფი რუსული ნავთობით შეავსოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პეკინი მოსკოვთან თავის ენერგოკავშირებს აძლიერებს იმ ფონზე, როდესაც ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთიდან იმპორტის აკრძალვაზე მუშაობს”, – წერს გამოცემა. “ბლუმბერგის” ცნობით, ...

Read More »