აშშ აპირებს ევროპის ქვეყნებს შესთავაზოს რუსულ ნავთობზე გადასახადების დაწესების იდეა, როგორც ემბარგოს ალტერნატივა, – იუწყება Reuters.
სააგენტოს ცნობით, გადასახადების შესაძლო შემოღების მექანიზმი ითვალისწინებს რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვებას, თუმცა, რუსეთის ფედერაციაში შესული საექსპორტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ხსენებული გეგმის შეთავაზებას G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გეგმავს, მიმიდინარე კვირაში.
რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვება, სააგენტოს ცნობით, ასევე თავიდან ააცილებს ევროპას ნავთობზე ფასების კიდევ უფრო გაზრდას.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. ევროკავშირის წევრები სერიოზულად განიხილავენ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის შესაძლებლობას, მათ მიერ შემუშვებული სანქციების მეექვსე პაკეტი სწორედ ნავთობზე ემბარგოს შემოღებას ითვალისწინებს, თუმცა უნგრეთი ბლოკავს მის მიღებას.