ბელორუსიაში ევროპულ ტვირთგადამზიდებს საწვავს უფრო ძვირად ჩაუსხამენ

ევროკავშირში რეგისტრირებული სატვირთო მანქანები ბელორუსულ ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ გარკვეული მარკის დიზელზე და სპეციალურად დაწესებულ ფასად შეძლებენ საწვავის შევსებას. ამის შესახებ კონცერნი „ბელნეფტეხიმი“ იტყობინება.

ცნობილია, რომ 20 მაისიდან 12 სასაზღვრო ბენზინგასამართი სადგური დიზელის საწვავს მაღალ ფასებში გაყიდის. საუბარია ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავის რეალიზაციაზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განთავსებულია საგუშაგოებზე და მისაბმელიანი ტვირთის გადატვირთვის დაწესებული ადგილებისთვის.

ევროპული ნომრებით სატვირთო მანქანებისთვის ამიერიდან მხოლოდ გარკვეული კლასის დიზელის საწვავი იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც ბელნეფტეხიმმა აღნიშნა, „მისი ფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი დიზელის საწვავის საცალო ფასი ბელორუსიაში“.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply