ნავთობპროდუქტები

რუსული ნავთობის მიწოდება აზიაში 15%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის საშუალო ყოველკვირეული გადაზიდვის მოცულობა ჩინეთსა და ინდოეთში მაისის ბოლოს 15%-ზე მეტით შემცირდა. Bloomberg-ი იუწყება, რომ ტრანსპორტირების დღიური მოცულობა აპრილის დონეს დაუბრუნდა – 3,67 მილიონი ბარელი. ნედლეულის ექსპორტის მოცულობის შემცირება ხდება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შავი ზღვის მარშრუტები უფრო აქტიურად გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის. აღნიშნული მარშრუტი ამცირებს მანძილს ინდოეთის პორტებამდე. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ვითარება ვითარდება G7-ში რუსული ნავთობის ექსპორტზე ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  7 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაუზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.24 (+5.55)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.17 (+5.42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ყაზახეთმა ბენზინის წარმოება გაზარდა

ყაზახეთმა 2022 წლის მარტში 410,1 ათასი ტონა ბენზინი აწარმოა, რაც 13,6 პროცენტით მეტია 2021 წლის მარტისა და 6,4 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე. ამის შესახებ Trend-ი ყაზახეთის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. 2022 წლის სამ თვეში, საწვავის წარმოების მაჩვენებელმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბენზინის იმპორტის მოცულობამ 2022 წლის მარტში 60 ტონა ...

Read More »

ჩინეთმა და ინდოეთმა სამ თვეში რუსეთიდან 24 მილიარდი დოლარის გაზი და ნავთობი იყიდეს

საინფორმაციო საგენტო Bloomberg საბაჟო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში რუსეთმა 24 მილიარდი დოლარი მიიღო ჩინეთისა და ინდოეთისთვის ენერგორესურსების მიყიდვით. უახლესი საბაჟო მონაცემებით, მარტიდან მაისის ჩათვლით რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე ჩინეთმა 18,9 მილიარდი დოლარი დახარჯა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს. ინდოეთმა იმავე პერიოდში შესყიდვების მოცულობა გაზარდა ხუთჯერ – 5,1 მილიარდ დოლარამდე. მთლიანობაში, მაღალი ...

Read More »

დასავლეთმა რუსული ნავთობის ფასზე შესაძლოა, 40-60-დოლარიანი ლიმიტი დააწესოს

აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენას ბარელზე 40-60 დოლარის ფარგლებში. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ფასის განსაზღვრისას დასავლეთი ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდელ ფასებს და ასევე რუსული ნავთობის წარმოების რენტაბელურობას. სააგენტოს წყაროს ცნობით, ამერიკულ ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კვირაში რამდენიმე შეხვედრა იმართება და მომდევნო კვირებში ისინი კიდევ უფრო ინტენსიურს გახდიან მიზნის მისაღწევად საკითხზე მუშაობას. გარდა ...

Read More »

„როიტერი“ – ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობას ევროპაში ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირება დაავალა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის მიწოდების გზების დივერსიფიცირება დაავალა მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ 30 დღით შეაჩერა „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ მუშაობა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ნავთობსადენით ხდება ყაზახეთის „თენგიზის“ მსხვილი საბადოდან ნავთობის რუსეთის გავლით შავ ზღვამდე ტრანსპორტირება. მისი შეჩერება დატვირთვა იქნება ნავთობის ბაზრისთვის, რომელიც 1970-იანი წლების შემდეგ ნავთობის მიწოდების ყველაზე სერიოზული შეფერხებების წინაშე დგას. თოყაევმა მთავრობას ...

Read More »

თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა, ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ აშხაბადში ჩასულ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, მხარეებმა საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკისა და ენერგომომარაგების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მოსაზრებები გაცვალეს. განცხადებაში აღნიშნულია, გასულ წელს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც კასპიის ზღვის დოსტლუკის საბადოზე, ბუნებრივი რესურსების ერთობლივ კვლევას მოიცავს. თურქმენულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა, რომ ენერგეტიკის სფეროში ...

Read More »

მაისის შემდეგ პირველად ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა

2022 წლის  6 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.77  (-  8.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.50  (-   8.93)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ჯოზეფ ბორელი: 2022 წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს და სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს

სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს ვლადიმირ პუტინსა და მის თანამზრახველებს და მათი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, მიზანმიმართულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო, რომლის სამიზნეც თითქმის 1 200 ფიზიკურ პირი და 98 ორგანიზაციაა, ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

იაფი საწვავის არხი ნელ-ნელა იკეტება, ბენზინი ძვირდება და გაიაფების პერსპექტივა უკვე აღარ არსებობს

საწვავის ფასმა გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. ბოლო 1 კვირაში ბენზინი 15-20 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ფასის კლების არანაირი საფუძველი ჯერჯერობით არ არის, პირიქით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ საწვავი მომდევნო პერიოდშიც გაძვირდება, რაც ძირითადად, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება და ორივე ტიპის საწვავს შეეხება – ბენზინსა და დიზელს, რომლებზეც მიმდინარე პერიოდში ტრადიციულად მზარდი მოთხოვნაა. ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ფასმა უკვე ...

Read More »