ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 7 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 91.18 (-1.63%)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.99 (-1.46%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საუდის არაბეთმა ბარელი ნავთობის ფასი $95-მდე გაზარდა, მსოფლიოში საწვავი ძვირდება

მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობის მწარმოებელმა და ექსპორტიორმა სახელმწიფო კომპანიამ, Saudi Arabia Aramco-მ ბარელი ნავთობის ღირებულება 95 დოლარამდე გაზარდა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით საწვავისა და სხვა ენერგოპროდუქტების გაძვირება გამოიწვია. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022 წელს ნავთობის ღირებულება 100 დოლარს გადააჭარბებს, 2023 წლიდან კი, შესაძლოა, რომ ბარელის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც აისახება. Wissol-ის გენერალური დირექტორის, ვასილ ...

Read More »

საწვავის აქციზიდან მიღებული შემოსავალი 12%-ით გაიზარდა

2021 წელს 2020 წელთან შედარებით, თამბაქოსა და საწვავის აქციზის გადასახადიდან საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში შესული თანხა 11.9%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2021 წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1.868 მლრდ ლარი შევიდა, რაც 249 მლნ ლარით აღემატება, წინა წლის მაჩვენებელს. აქციზის გადასახადიდან მიღებულმა შემოსულობებმა წლიურ გეგმას 2.4%-ით გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების წლიური გეგმა (18.099 მლრდ) 101.5%-ით ...

Read More »

ერ-რიადი აპირებს Saudi Aramco-ს 50 მლრდ დოლარის აქციები გაყიდოს

საუდის არაბეთი აპირებს მისი კუთვნილი სახელმწიფო ნავთოგაზ კომპანიის Saudi Aramco-ს აქციების პაკეტი გაყიდოს. საუბარია, 50 მლრდ დოლარის ღირებულების აქციაზე. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს. გაზეთის ცნობით, Saudi Aramco-ს ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ერ-რიადის საფონდო ბირჟასთან დამატებითი აქციების განთავსებაზე. ასევე განიხილება აქციების გაყიდვა ლონდონის ან სინგაპურის საფონდო ბირჟებზე. როგორც გაზეთი აღნიშნავს, საუდეველი ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ დაასრულონ ფასიანი ქაღალდების გაყიდვების ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რა ღირს საწვავი საქართველოში

ბენზინის ფასი 2022 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,05%-ით არის გაზრდილი, დიზელი კი – 32,21%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი და დიზელი იანვრის 20 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.18 ლარია; „რეგულარი“ – 3.09; სუპერი – 3.26; ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 95 აშშ დოლარს გადასცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,52%-ით, 1,42 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,07 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

საქართველოში საწვავის ფასის მომატებას პროგნოზირებენ – რა ხდება სხვა ქვეყნებში?

2022 წლის თებერვლის თვიდან საქართველოში საწვავის ფასის მომატებას პროგნოზირებენ. გთავაზობთ 4 თებერვლისთვის არსებულ საწვავის ფასებს საქართველოსა და მის მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში: 🔵 საქართველოში: 1 ლ ბენზინის ფასი საშუალოდ 1.044 დოლარია (3.16 ლარი) 🔵 სომხეთში: 1.05 დოლარი (3.19 ლარი) 🔵 აზერბაიჯანში: 0.588 დოლარი (1.78 ლარი) 🔵 თურქეთში: 1.062 დოლარი (3.21 ლარი)  🔵 რუსეთში: 0.670 დოლარი (2.03 ლარი) 🔵 უკრაინაში: 1.155 დოლარი (3.49 ლარი)  ქვეყნები, რომლებშიც საწვავი მსოფლიოში ყველაზე იაფი ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 3 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 91.11 (+  1.64)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.27  (+  2.01)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

საქართველოში საწვავის ფასები შესაძლოა გაიზარდოს – “ვისოლის” დირექტორი

კომპანია “ვისოლის” დირექტორი, ვასილ ხორავა “ტვ პირველის” გადაცემაში “ანალიტი” აცხადებს, რომ საწვავის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაძვირდეს. მისივე თქმით, ეს ერთ დღეში არ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება. “ნავთობპროდუქტებზე დაახლოებით 150 ლარით მოხდა ფასის ცვლილება. ეს ლიტრზე დაახლოებით 20-25 თეთრის სხვაობაა. თუმცა ეს ერთ დღეში არ მოხდება და ეტაპობრივად განხორციელდება. ზოგადად ჩვენ თუ იმ ნიშნულის ცვლილებას ავიღებთ, რომელიც წლის დასაწყისიდან თებერვლამდე ...

Read More »

საწვავის მორიგი გაძვირება გარდაუვალი იქნება

საერთაშორისო ბაზარზე არსებული უმძიმესი ვითარება საქართველოზეც ახდენს გავლენას. საქმე ეხება ნავთობპროდუქტების ფასის ზრდას, რომელმაც მსოფლიოში უკონტროლო სახე მიიღო. ყველა იმპორტიორი ქვეყანა და მათ შორის, საქართველო მძიმე რეალობის წინაშეა. ეკონომისტების პროგნოზებით, თებერვლის ბოლოსთვის ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი საქართველოში, სავარაუდოდ, 4 ლარი იქნება. ასეთი ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებასთან და იმ მაღალ გადასახადებთანაა დაკავშირებული, რომელსაც იმპორტიორი ქვეყნები იხდიან. შექმნილი დრამატული მდგომარეობიდან გამომდინარე, ...

Read More »