ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის 15 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.87 (+2.96)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98.53 (-  6,57)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„კომპანიებს ბოლო დღეების განმავლობაში საწვავზე ფასების მატება უწევთ“ – გაიაფდება თუ არა ნავთობპროდუქტები

„ეს მოცემულობა სამწუხაროდ, დღეს ქმნის იმ რეალობას, რომ კომპანიებს ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში, საწვავზე ფასების მატება უწევთ, მათ შორის, როგორც ბრენდირებულს, ისე არაბრენდირებულს“, – ამის შესახებ ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა, რადიო ,,პალიტრისა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი იკლებს, 1 ტონა ბენზინის და დიზელის ღირებულება (რა სახითაც იმპორტი ხორციელდება) ...

Read More »

შემცირებას განაგრძობს აზერბაიჯანული ნავთობის ფასიც

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 7,28  აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 109,36 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო: ნავთობზე საექსპორტო გადასახადი თითქმის 3 დოლარით გაიზრდება

რუსეთში ნავთობზე საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 2,9 დოლარით გაიზრდება და ტონაზე 61,2 დოლარი იქნება. აღნიშნულის შესახებ განცხადება ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა. სამინისტროს ცნობით, რუსული საექსპორტო ნავთობის Urals-ის საშუალო ფასი მონიტორინგის პერიოდში 2022 წლის 15 თებერვლიდან 2022 წლის 14 მარტამდე 95,59 აშშ დოლარი იყო ბარელზე, ანუ 697,8 აშშ დოლარი ტონაზე.

Read More »

უმსხვილესმა გადამზიდმა კომპანიამ Maersk რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა

უმსხვილესმა გადამზიდმა ჯგუფმა Maersk-მა გემებისთვის რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰეგემან სნაბემ კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე განაცხადა, რომ ეს იქნება პასუხი რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში. ამის შესახებ RBC-Ukraine Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე გადამზიდმა გიგანტმა Maersk-მა განაცხადა, რომ შეაჩერა ყველა კონტეინერის მიწოდება რუსეთში და უკან. Maersk ახორციელებს საკონტეინერო გადაზიდვის მარშრუტებს სანკტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში ბალტიის ზღვაზე, ნოვოროსიისკში შავ ზღვაზე და ვლადივოსტოკსა ...

Read More »

IEA-ს ხელმძღვანელმა მოუწოდა ნავთობის მოპოვების გაზრდას ბაზრის სტაბილიზაციისთვის

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა მოუწოდა ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს, გაზარდონ ენერგომატარებლების მოპოვება უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბაზრების სტაბილიზაციისთვის. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ”ყველა პასუხისმგებელმა ნავთობის მომწოდებელმა უნდა გაზარდოს ბაზარზე მიწოდება”, – თქვა ბიროლმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რაბათში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე ვიდეო ბმულის საშუალებით. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ბანკი, პროგნოზების გაკეთებისას, ნავთობის ფასიდან 119 დოლარის ოდენობით  ...

Read More »
სირიაში რუსეთის მიერ ავიაიერიშების განხორციელება არის მოსკოვის მცდელობას „დაიკავოს აშშ-ის ადგილი“, რომლის მიზანსაც რუსეთის გაკოტრება წარმოადგენს.

ინდოეთმა შესაძლოა, რუსული ნავთობი ფასდაკლებით შეიძინოს

ინდოეთი განიხილავს რუსეთის წინადადებას შეღავათიან ფასში ნედლი ნავთობისა და სხვა საქონლის შეძენის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ ინდოელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. ინდოეთი, რომლის ნავთობის 80% იმპორტირებულია, მარაგის დაახლოებით 2%-3%-ს რუსეთისგან ყიდულობს, მაგრამ ნავთობის ფასების ზრდასთან ერთად, Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის მთავრობა ცდილობს ენერგო ხარჯები შეამციროს. სააგენტოს წყაროს თქმით, ინდოეთი სიამოვნებით მიიღებს ფასდაკლებულ საქონელს. “რუსეთი გვთავაზობს ნავთობს და სხვა საქონელს დიდი ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ოპეკს სთხოვენ მეტი ნავთობის მოპოვებას

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მოუწოდეს OPEC-ის წევრ ქვეყნებს გაზარდონ ნავთობის მოპოვება, რათა შეაჩერონ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. „ჩვენ მოვუწოდებთ ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ქვეყნებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოიკვლიონ ენერგორესურსების მიწოდების გაზრდის გზები საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც მოპოვება არ აღწევს სრულ სიმძლავრეს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა 10 მარტს. მასში ხაზგასმულია, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) აქვს ...

Read More »
Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

საუდის არაბეთის ნავთობგიგანტმა Aramco-მ ჩინეთთან $10-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ჩინეთთან $10-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც გადამმუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებმა ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს. ახალ პროექტს ნავთობგიგანტი Saudi Aramco, ჩინეთის თავდაცვის კონგლომერატ Norinco-სთან ერთად, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განავითარებს. ნავთობქიმიურ საწარმოს, რომელიც კრეკინგისთვის არის განკუთვნილი, წელიწადში 1.5 მილიონი ტონა ეთილენის წარმოება შეეძლება. Aramco კომპლექსს ნედლი მარაგის ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რატომ გაიზარდა საქართველოში საწვავის ფასი?

რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე მოვლენების ფონზე, მსოფლიომ პუტინის ხელისუფლება მკაცრი სანქციების ქვეშ მოაქცია.  უკრაინის მხარდასაჭერად, მრავალი ქვეყანა უარს ამბობს რუსულ პროდუქციაზე. ასე იქცევიან საქართველოშიც –  არ ყიდულობენ რუსეთის მიერ ნაწარმოებ  პროდუქტს და  სხვადასხვა ფორმით ღიად გამოხატავენ მის მიმართ თავის მწვავე პოზიციას, ხშირად კი, აგრესიას. ეს მოვლენები, ბუნებრივია,  მკვეთრად შეეხო როგორც საერთო ეკონომიკას, ისე-  სამომხმარებლო ბაზარს: უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ბაზარზე ფასები, ფაქტობრივად, ...

Read More »