ნავთობპროდუქტები

ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა

აზერბაიჯანი ბულგარეთს გაზს IGB ინტერკონექტორის მეშვეობით მიაწვდის, რომელიც ტრანსადრიატიკის გაზსადენთანაა (TAP) დაკავშირებული. ამის შესახებ სამშაბათს, 31 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა ბულგარელ კოლეგასთან თეოდორა გენჩოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებს შორის 25 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. IGB-ის ამოქმედება ივლისშია დაგეგმილი, აკონკრეტებს Interfax-Azerbaijan. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტეჩოვმა ადრე აღნიშნა, რომ სოფია 1 -ელი ივლისიდან აზერბაიჯანული გაზის სრულად (1 მილიარდი კუბური მეტრი) მიღებას მოელის. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას – იტალიას, საბერძნეთსა და ...

Read More »

გიორგი ფანგანი: სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას. განახლებადი ენერგიების საკითხზე სემეკის წევრმა „The Voice of Renewables”-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის აუცილებლობაზე, სემეკის როლსა და  იმ მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების ...

Read More »

ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

31 მაისის მონაცემებით, ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ერთ დღეში გაიზარდა და ბარელზე 123 დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 8 მარტის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც 31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ...

Read More »

„ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ნავთობმოპოვება 30%-ით უნდა შემცირდეს და ფასი გაიზარდოს

რუსეთში ნავთობის მოპოვება 20-30%-ით, დღეში 10 მილიონიდან 7-8 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ „ლუკოილის“ თანამფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი, ლეონიდ ფედუნი თავის სტატიაში წერს, რომელიც RBC-მ გამოაქვეყნა. მისი თქმით, 7 ბარელი ნავთობის 80 დოლარად გაყიდვა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე 10 ბარელის 50 დოლარად გაყიდვაა. ფედუნის შეფასებით, რუსეთისთვის აზრი არ აქვს იმაზე მეტი ნავთობის წარმოებას და ექსპორტს, ვიდრე ეს „აუცილებელია დინამიური ეკონომიკური ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი ვართ, მათ მოუწევთ, ეძებონ სხვები და ფასი დაწიონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის შეთანხმება რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესი ნაწილის შემცირების შესახებ მოსკოვს აიძულებს, ნავთობი სხვებს უფრო დაბალ ფასად შესთავაზოს. „ჩვენ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტი ვართ. მათ მოუწევთ, ეძებონ სხვები და რა თქმა უნდა, ფასის დაწევა მოუწევთ“, – აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ამ გზით მოსკოვს ომის საწარმოებლად ნაკლები შემოსავალი ექნება. შეგახსენებთ, ვენაში ...

Read More »

აზიამ რუსული ნავთობის შესყიდვით პირველად გაუსწრო ევროპას

რუსეთიდან ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობის მიწოდებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და აზია პირველად გახდა რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველი, განუცხადა „ბლუმბერგს“ სინგაპურში Kpler-ის ნავთობის უფროსმა ანალიტიკოსმა, ჯეინ სიმ. უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისა და დასავლეთის მიერ ემბარგოს განხილვის შემდეგ, რუსული ნავთობის ტრანზიტი ზღვით მხოლოდ გაიზარდა. რუსული ნავთობის მიწოდებამ აზიის ორი უმსხვილესი იმპორტიორისთვის – ინდოეთი და ჩინეთი, აპრილში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, ინდოეთი ...

Read More »

აშშ–ში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

ბენზინის საშუალო ფასმა შეერთებულ შტატებში პირველად მიაღწია $4,6-ს გალონზე. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) მონაცემები აჩვენებს, რომ საწვავის საშუალო ფასმა შაბათს მიაღწია 4,60 დოლარს გალონზე, რაც ახალი რეკორდია და 51%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ფასები კვლავ მაღალია დასავლეთ სანაპიროზე, სადაც საშუალო ფასი 6,109 აშშ დოლარია კალიფორნიაში და 5,224 აშშ დოლარი ვაშინგტონის შტატში. წყარო: “კომერსანტი”

Read More »

მიხაილ ულიანოვი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე – რუსეთი სხვა იმპორტიორებს იპოვის

ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი ევროკავშირის მიერ რუსეთის ნავთობის იმპორტზე დაწესებულ ემბარგოს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვი სხვა იმპორტიორებს იპოვის. ულიანოვმა „ტვიტერზე“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პოსტი გააზიარა და დაწერა: „როგორც მან სწორად აღნიშნა, რუსეთი სხვა იმპორტიორებს იპოვის“. „აღსანიშნავია, რომ ახლა ის ეწინააღმდეგება საკუთარ განცხადებას. აზროვნების ძალიან სწრაფი ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი არ არის ...

Read More »

OPEC + ნავთობის მოპოვების გაზრდის გეგმას მხარი დაუჭერს

“OPEC+”-ის ქვეყნები არ გადაუხვევენ ნავთობის მოპოვების გეგმიურ ზრდას ივლისის თვიდან, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობის ექსპორტიორები აღნიშნული საკითხის განსახილველად ხუთშაბათს შეიკრიბებიან. OPEC+ სავარაუდოდ არ შეცვლის ნავთობის მოპოვების თანდათანობით გაზრდის შეთანხმებულ გეგმას, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად რუსული ნავთობის წინააღმდეგ, იტყობინება Bloomberg დელეგატთა წყაროებზე დაყრდნობით. დელეგატების თქმით, ნავთობის ბაზარზე მიწოდება და მოთხოვნილება სტაბილური რჩება და სანქციებს ჯერ კიდევ ...

Read More »

OPEC-ი რუსეთის ნავთობის შეთანხმებიდან გარიცხვას განიხილავს

WSJ-ს ცნობით, OPEC-ის ზოგიერთი წევრი ნავთობის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების იდეას ემხრობა. რუსეთი არ არის OPEC-ის წევრი, მაგრამ 2016 წლიდან კოორდინაციას უწევს ნავთობის მოპოვებას ჯგუფთან ერთად, რომელიც არის OPEC-OPEC+ კოალიციის ნაწილი და ნავთობის გლობალური მოპოვების ნახევარზე მეტს აკონტროლებს, რაც აძლიერებს მოსკოვის გავლენას ნავთობის ბაზარზე. წევრებს შორის პაქტს ეწოდება თანამშრომლობის დეკლარაცია, ან DoC. WSJ-ის ცნობით, სანქციები ძირს უთხრის მოსკოვის უნარს, რომ აწარმოოს მეტი ...

Read More »