ეკოლოგია

გაერო: 2020 წელი აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელი დაფიქსირდა. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ყოველწლიური კვლევის, „კლიმატის მდგომარეობა აზიაში“, მიხედვით, ტემპერატურის ზრდამ მთლიანი რეგიონი დააზარალა. WMO-ის ინფორმაციით, 2020 წელს აზიაში ტემპერატურის ექსტრემალური მატება ათასობით ადამიანის გარდაცვალებისა და მილიონობით მოქალაქის იძულებითი გადაადგილების მიზეზი გახდა. ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის დაზიანებას კი მილიარდობით დოლარის ზარალი მოჰყვა. გარდა ამისა, ...

Read More »

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების რიგით 26-კონფერენეციაზე შეთანხმდნენ, რომ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2030 წლისთვის წარმოებაში ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ხოლო შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2040 წლისთვის. შეთანხმებას ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ქვანახშირის ისეთმა მსხვილმა მომხმარებლებმა, როგორებიცაა პოლონეთი, ჩილე და ვიეტნამი. ხოლო ქვანახშირის წარმოებითა ...

Read More »

პორტუგალიაში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა

“პორტუგალიაში ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების, როგორიცაა ბამბის ჯოხების, სამკაულების, დანა-ჩანგლის გაყიდვას კრძალავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. დადგენილება ასევე სასმელების ჭიქებისა და საკვების კონტეინერების მოხმარებას 2026 წლის ბოლომდე 80%-ით და 2030 წლის ბოლომდე 90%-ით შემცირებას ისახავს მიზნად. პორტუგალიის გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკვებისა და სასმელის მოხმარებისთვის მრავალჯერადი გამოყენებადი კონტეინერები იქნება გამოყენებული.

Read More »

ბეზოსი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის 2 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 2030 წლისთვის ბუნების აღდგენისა და სასურსათო სისტემების მოდერნიზაციისთვის 2 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. როგორც ბეზოსმა გლაზგოში გაეროს სამიტზე განაცხადა, როდესაც ის ივლისში კოსმოსში გაფრინდა, დაინახა რამდენად ფაქიზია ჩვენი ბუნება. „მე ვიცოდი, რომ კოსმოსში გაფრენის შემდეგ იცვლება ხედვა, რომლითაც სამყაროს ვუყურებთ. მაგრამ მე არ მეგონა, რომ ეს ასეთი დიდი სხვაობა იქნებოდა, უნდა გავერთიანდეთ, რათა ...

Read More »

გლაზგოს სამიტზე მსოფლიოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ შეამცირებენ მეთანის ემისიას

გლაზგოში, კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე, მსოფლიოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ათწლეულის ბოლოსთვის „შეაჩერებენ და შეაბრუნებენ“ ტყეების გაქრობის პროცესს და შეამცირებენ სათბურის გაზის, მეთანის ემისიას. 2 ნოემბერს 80-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა აშშ-ისა და ევროპის კავშირის ინიციატივას, მეთანის ემისია 2030 წლისთვის 30%-ით შემცირდეს 2020 წლის დონესთან შედარებით. მეთანზე მოდის ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის ერთი მესამედი. ჯერჯერობით ეს ინიციატივა სამიტის ყველაზე ...

Read More »

ბაიდენი: პუტინს ტუნდრა ეწვის – რუსეთს კლიმატის სერიოზული პრობლემები აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს გლაზგოში კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე არდასწრების გამო აკრიტიკებს. „ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია და ისინი არ გამოცხადდნენ. როგორ შეიძლება ლიდერობაზე პრეტენზია გქონდეს? გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი შეცდომა იყო, რომ ჩინეთი არ გამოცხადდა. დანარჩენმა მსოფლიომ ჩინეთს შეხედა და თქვა: „რა ღირებულებას გვთავაზობენ ისინი?“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები. „პუტინს ...

Read More »

ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს

ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს. აღნიშნული დაპირების შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთი მსგავსი ტიპის ვალდებულებას იღებს. ნულოვანი ანუ კარბონ-ნეიტრალური დონე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს ნულამდე დაიყვანს. ცნობისთვის, ჩინეთი გეგმავს, რომ კარბონ-ნეიტრალური ქვეყანა 2060 წლისთვის გახდეს, ხოლო აშშ-ისა და ევროკავშირის მიზანია ნახშიროჟანგის გამონაბოლქვი ნულამდე 2050 წლისთვის დაიყვანონ. ინდოეთი მსოფლიოში ნახშიროჟანგის გამოყოფის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქვეყანაა ...

Read More »

ანტონიუ გუტერეში – კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარით დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე დამსწრეებს მიმართა. როგორც ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, კლიმატის თაობაზე განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება უნდა გახდეს რეალობა. მისივე თქმით, ამას გარდა, განვითარებად ქვეყნებს სჭირდება მეტი რესურსი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. „ჩვენი პლანეტა ჩვენ თვალწინ იცვლება – ოკეანის სიღრმეებიდან მთის მწვერვალებამდე. მყინვარების დნობიდან დაწყებული ექსტრემალურ ამინდებამდე დამთავრებული. ...

Read More »

კლიმატურ სამიტზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა

გლაზგოში მიმდინარე კლიმატურ სამიტზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა. შესაბამის დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი და ეს იქნება გაერო-ს კლიმატური სამიტის პირველი მნიშვნელოვანი შეთანხმება. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ხელმომწერებს შორის იქნება ბრაზილია, სადაც ამაზონის ტროპიკული ტყის დიდი ტერიტორიები გაჩეხილია. შეთანხმება მოიცავს 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას. მიღწეულ შეთანხმებას ეკოლოგები და ეკოაქტივისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2014 წელს დადებულ ...

Read More »

ჯო ბაიდენი – კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული

კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს და ჩინეთს არ უჩვენებიათ რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისკენ. „არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული. მაგრამ ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი ...

Read More »