აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ საკითხებში სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარის, შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით თეირანს ეწვია და ირანის ნავთობის მინისტრს, ჯავად ოვჯის შეხვდა. მხარეებმა აზერბაიჯანსა და ირანს შორის, ნავთობისა და გაზის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა გაზის სფეროში არსებული ხელშეკრულებების შესრულების საკითხი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების გაგრძელება. ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ...
Read More »პოლიტიკა
“ჩინეთთან ენერგეტიკული გარიგებები მოსკოვისთვის სახიფათოა”
პარალელურმა ენერგოკრიზისმა – ევროპაში და ჩინეთში – მოსკოვს პეკინთან მომგებიანი საგაზო გარიგების დადების საშუალება მისცა. კერძოდ, რუსეთი ჩინეთს მიჰყიდის გაზს იგივე საბადოებიდან, რომლებიდანაც ცისფერი საწვავით ევროპას ამარაგებს. ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩინეთზე ზრდადი დამოკიდებულება შესაძლოა თავად რუსეთისთვისაც ძალიან სარისკო აღმოჩნდეს. მოსკოვში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის დედაქალაქებში მიღებულ იქნება კოორდინირებული ზომები „გაზპრომის“ გავლენის შესამცირებლად. ამიტომაც, ევროპასთან ერთად ვლადიმირ ...
Read More »პრეზიდენტი ბაიდენი ითხოვს საწვავის გაძვირების მიზეზის დადგენას
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაჭრობის ფედერალურ კომისიას მიმართა შეისწავლოს, არის თუ არა საწვავის გაძვირების მიზეზი გაზის და ნავთობის კომპანიების უკანონო საქმიანობა. ბაიდენი ფედერალური კომისიისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ საწვავის ფასი იმატებს მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების ხარჯი შემცირდა, შემოსავალი კი, გაიზარდა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვერ შეურიგდება იმას, რომ ამერიკელები საწვავისთვის ზედმეტ თანხას იხდიდნენ კომპანიების ანტიკონკურენტული ან შესაძლო უკანონო ქმედებების გამო. ბაიდენი ...
Read More »ვლადიმერ ფესენკო: რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას, რაც ახლა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე და შავ ზღვაზე ხდება, ნერვების ომია და მიმართულია უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ
უკრაინა-რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რამდენად ეხმარებიან უკრაინას ნატო და დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა. – ბატონო ვლადიმერ, ვხედავთ, რომ უკიდურესად იძაბება ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი კვლავ ახდენს თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას, ფეთქებადსაშიში რჩება ვითარება დონბასში. ყარაბაღის მეორე ომის ...
Read More »ისრაელი, იორდანია და საამიროები შეთანხმდნენ, რომ იორდანიაში მზის ელექტროსადგური ისრაელში მდებარე საწარმოსთვის ენერგიას გამოიმუშავებს
ისრაელი, იორდანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები მომდევნო კვირას ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, იორდანიის უდაბნოში მზის ელექტროსადგური გამოიმუშავებს ენერგიას ისრაელში ზღვის წყლისგან მარილის გამოცალკევების საწარმოსთვის, რომლითაც იორდანია სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Times of Israel იტყობინება. არსებული ცნობებით, შეთანხმებების გაფორმება დუბაიში მომავალ კვირას სამ ქვეყანას შორის ფარული მოლაპარაკებების შემდეგ იგეგმება. მედიის ინფორმაციით, ამ ტიპის მოლაპარაკებებში ამერიკული მხარეც იყო ჩართული, კლიმატის საკითხებზე ...
Read More »პოლონეთის პრემიერი – პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი
პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი და აპირებს, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გერმანულ „ბილდთან“ საუბარში განაცხადა. „ჩვენ ახლა პოლონეთში ევროკავშირის საზღვრებს ვიცავთ. თუ უფრო ფართო პერსპექტივაზეა საუბარი, მაშინ ერთად ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და არ მივცეთ ვლადიმირ პუტინს დამატებითი თანხები, რომლითაც მას შეუძლია გააგრძელოს შეიარაღება“, – აღნიშნა მორავიეცკიმ. მანამდე, 16 ნოემბერს, ქსელების თაობაზე ფედერალურმა სააგენტომ (BNetzA) ...
Read More »ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერა აჭარა ჯგუფსა და „USAID ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“-ს შორის
USAID ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში ხელს მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას აჭარა ჯგუფთან, რათა ერთობლივი ძალებით, ხელი შეუწყონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წინსვლას. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, მარიკა ოლსონი, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის დეპარტამენტის დირექტორი, და აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის საბჭოს წევრი ოთარ ბერიშვილი ღონისძიება აღნიშნავს პროგრამასა და აჭარა ჯგუფს შორის ოფიციალური პარტნიორობის დასაწყისს იმისთვის, რომ კერძო სექტორიდან წამოსული ინოვაციური იდეების გამოყენებით, მხარი დაუჭირონ ...
Read More »ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის. ბორის ჯონსონის განცხადება მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ვიმედოვნებთ, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა შეიძლება, გააცნობიერონ, რომ მალე დადგება არჩევანი ახალ გიგანტურ მილსადენებში უფრო მეტ რუსულ ნახშირწყალბადებსა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაში. „როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს ...
Read More »ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიის მიმართ. „გაზით ევროპის შანტაჟი სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს, „დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერში. „ჩვენ წარმომადგენელთა პალატის მადლობელი ვართ თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტში შესწორებების შეტანისთვის, რაც გააჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს. სენატში უკრაინისა და ევროკავშირის ყველა მეგობარს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს ამ შესწორებებს…“ შესწორებები, რომლებსაც ახსენებს უკრაინის პრეზიდენტი, ითვალისწინებს ...
Read More »მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტის ...
Read More »