პოლიტიკა

შოლცის თქმით, რუსეთი პანიკაშია მის ენერგორესურსებზე ევროკავშირის უარის გამო

რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკაშია იმის გამო, რომ ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები უარს ამბობენ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის ლიდერებს 25 მარტს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, წერს Politico. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა უარყო ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ენერგიის იმპორტის სრულად აკრძალვა  და განაცხადა, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს ევროპას, ვიდრე რუსეთს. მან ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ. აღნიშნულის შესახებ, გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა“, – განაცხადა ჰაბეკმა. მისი თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ. „რუბლით გადახდა მიუღებელია და ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი – ევროპა გაზის საფასურს რუბლებში თუ არ გადაიხდის, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მივაწვდით

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს უფასოდ მიაწოდოს ბუნებრივი აირი ევროპას, თუ ის არ დათანხმდება გაზის საფასურის რუბლებში გადახდას. ამის შესახებ პეკსოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს რუსეთი, თუ ევროპა არ დათანხმდება ბუნებრივი აირის საფასურის რუსეთის ეროვნულ ვალუტაში გადახდას, პესკოვმა, უპასუხა, რომ „ამ საკითხის გადაჭრა, მაშინ მოხდება, როდესაც ის დადგება“. „ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ...

Read More »

ბორელი: ირანის ბირთვულ შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ მხარეები ირანის ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არიან. „ვფიქრობ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვდგავართ და ვიმედოვნებ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა დოჰას ფორუმზე გამოსვლისას. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ. 2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. ...

Read More »

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა რუსულ ენერგიაზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს, რაც ნიშნავს უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ითხოვს რუსულ ენერგიაზე ემბარგოს დაწესებას, რაც უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს. აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ავსტრია და გერმანიაც მიიჩნევენ, რომ თუ რუსული გაზისა და ნავთობის ევროპაში მიწოდება შეწყდება, ეკონომიკა გაჩერდება. ორბანის თქით, უკრაინელები სთხოვენ უნგრეთს, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რაც უნგრული ნავთობის 61%-ს წარმოადგენს. მისივე თქმით, თუ უნგრეთი რუსულ გაზზე დააწესებს ემბარგოს, ...

Read More »

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბალკანეთის ქვეყნებისთვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული წევრისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით კომუნიკეში. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ეტაპობრივად გააუქმებს თავის დამოკიდებულებას რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს ვერსალის დეკლარაციაშია აღნიშნული. რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ევროპული საბჭო ელოდება ევროკომისიისგან ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისგან გლობალური შანტაჟის თავიდან ასაცილებლად გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსეთის მხრიდან გლობალური შანტაჟი. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენს ძალისხმევაზე დამოკიდებულია ევროპის მომავალი. გთხოვთ, გაზარდოთ ენერგორესურსების მოპოვება, რათა ყველამ რუსეთში გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება ენერგიის იარაღად გამოყენება“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყატარს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ...

Read More »

რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად აშშ და ევროკავშირი სამუშაო ჯგუფს შექმნიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დელ ლაიენი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას აანონსებენ ევროპის რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის მიზნით. პანელი, რომელსაც თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები უძღვებიან, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებას და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას. თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების ევროპის მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

Naftogaz-მა დათვალა, რამდენი ქვეყანა ამბობს უარს რუსულ გაზსა და ნავთობზე

უკრაინული კომპანიის Нафтогаз України ინფორმაციით, უკვე ექვსმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ან ნაწილობრივ თქვან უარი რუსულ ენერგორესურსებზე. ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანამ უკვე აკრძალა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი. კანადა ქვეყნიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა დიდი ბრიტანეთი განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს რუსული ნავთობის და გაზის იმპორტს გერმანია 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობზე ბულგარეთი რუსული გაზის მიწოდებაზე ...

Read More »

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის ენერგორესურსებთან კავშირი უნდა გავწყვიტოთ რაც შეიძლება სწრაფად

დღეს ენერგოდამოკიდებულებაზე უნდა ვიმსჯელოთ და ფინეთი უჭერს მხარს ამ პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილ ყველა გზას, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. „ამ ეტაპზე მთავარია არ დავკეტოთ არცერთი კარი და თან საკითხს ძალიან ფრთხილად მივუდგეთ, რა ელემენტს როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ველოდებით კომისიას, რომელიც წარმოადგენს წინადადებებს. ფინეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ეს კავშირი რუსეთთან უნდა ...

Read More »