პოლიტიკა

ევროკომისარი კადრი სიმსონი – ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება, იყოს შემდეგი, რომელსაც რუსეთი გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება, იყოს შემდეგი, რომელსაც რუსეთი გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის შესახებ ევროკომისარმა ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კადრი სიმსონის თქმით, „გაზპრომის“ მიერ ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არის მიმდინარე კრიზისის გარდამტეხი მომენტი. ევროკომისრის ინფორმაციით, ამჟამად პოლონეთისა და ბულგარეთის გაზმომარაგება ალტერნატიული მარშრუტებით – საბერძნეთიდან და გერმანიიდან გრძელდება. ენერგეტიკის საკითხებში ...

Read More »

სლოვაკეთი და უნგრეთი, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სლოვაკეთი და უნგრეთი 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ რუსული ნავთობის შესყიდვას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „როიტერი“ წერს, რომ გამონაკლისი დაშვებულია, რადგან სლოვაკეთი და უნგრეთი რუსულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი არის რუსეთის ნავთობის მთავარი კლიენტი, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 3.5 მილიონ ბარელ ნედლ და რაფინირებულ პროდუქტს ყიდულობს. გასულ წელს ბლოკმა 73 მილიარდ ევროზე მეტი ...

Read More »

ვინ განაგრძობს და ვინ შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები?

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ქვეყნების, ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან სანქციები მოჰყვა. ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვა დააწესეს, თუმცა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. ბლოკი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავს როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილს. გერმანიის, ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის განცხადებით, მიუხედავად რუსული ენერგოიმპორტის შეჩერების ...

Read More »

ევროკავშირი ბელორუსის ნავთობგადამამუშავებელი Naftan-ის სანქცირებას გეგმავს

ევროკავშირი აპირებს სანქციები დაუწესოს ბელარუსში პოტაშის მთავარ მწარმოებელს, Belaruskali-სა და მის საექსპორტო ფილიალს, Belarusian Potash-ს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ასევე აპირებს ბელორუსის ნავთობგადამამუშავებელი Naftan-ის სანქცირებას. სამივე კომპანია მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმისთვის და სანქცირებული იყო აშშ-ის მიერ. Belaruskali მსოფლიოში პოტაშის სიდიდით მეორე მწარმოებელია. კომპანია, რომელიც აკონტროლებდა გლობალური ბაზრის დაახლოებით 20%-ს, სანამ ახალი შეზღუდვები საფრთხეს არ შეუქმნიდა ექსპორტს, პროდუქციის დიდ ნაწილს ...

Read More »

სომხეთმა და აშშ-მა ბირთვული ენერგიის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ენერგიის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღეს. „ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი რეფორმების მიმართ. სომხეთი ასევე აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა მირზოიანმა ვაშინგტონში გამართულ ცერემონიალზე. შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან ...

Read More »

ევროპის ენერგეტიკის მინისტრებმა ბრიუსელში საგანგებო შეხვედრა გამართეს

ევროპის ენერგეტიკის მინისტრებმა ბრიუსელში საგანგებო შეხვედრა გამართეს. განიხილეს რუსეთის მოთხოვნა, რომელიც ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდას ეხება. ევროკომისიის წევრი კადრი სიმსონი აცხადებს, რომ რუბლებში გაზის საფასურის გადახდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება, რაც დაუშვებელია. რუსეთმა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთს უკვე შეუწყვიტა.

Read More »

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთის ნავთობემბარგოს მხარს დავუჭერთ

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი ლეონორა გებესლერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს მხარს დაუჭრს. ამის შესახებ, მან ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, წერს Kurier. „ავსტრია მზადაა მხარი დაუჭიროს ნავთობემბარგოს, თუ ევროკომისია და ევროკავშირის წევრები ამას გადაწყვეტენ“, – განაცახადა გებესლერმა. მან ასევე თქვა, რომ ავსტრიამ უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის გადამუშავებაზე, თუმცა ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში სხვანაირი ვითარებაა. „ძირითადი მოთხოვნაა, ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

“გაზპრომი” უცხოურ ბირჟებს ტოვებს

“გაზპრომმა” გამოაცხადა, რომ ტოვებს უცხოურ ბირჟებს და ამოიღებს იმ სადეპოზიტო ქვითრებს (დელისტინგს), რომლებიც ივაჭრება უცხოურ ბირჟებზე. შესაბამისი განცხადება კორპორატიულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია ლონდონისა და სინგაპურის საფონდო ბირჟებიდან გასვლაზე, სადაც ტრიალებს კომპანიის სადეპოზიტო ქვითრები – უცხოური ემიტენტის აქციების ფლობის უფლების დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდები. წყარო: bfm.ge

Read More »

რუსული ქვანახშირის უმსხვილესი ინდური შემსყიდველი რუსეთიდან იმპორტს აჩერებს

ინდოეთში რუსული ქვანახშირის უმსხვილესი იმპორტიორი Tata Steel-ი რუსეთიდან წიაღისეულის შეძენას აჩერებს, წერს გამოცემა Financial Times-ი. მსოფლიოში ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია გადაწყვეტილების მიზეზად კრემლისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო შექმნილ „გაურკვევლობას“ ასახელებს. იმ ფონზე, როცა დასავლური ქვეყნები რუსულ ენერგეტიკულ წიაღისეულზე უარს ამბობენ, ინდოეთში რუსული ნავთობის და სხვა რესურსების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. ინდური კომპანიები რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შეძენას დისკონტირებულ ფასებში ახერხებენ. Tata Steel-მა 2022 წლის ...

Read More »

დმიტრო კულება: ევროკავშირის სანქციების შემდეგი ეტაპი რუსულ ნავთობზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს განუცხადა, რომ ბლოკის სანქციების შემდეგი ეტაპი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ უსაფრთხო ევაკუაციაზე ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან“, – დაწერა კულებამ „ტვიტერზე“, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

Read More »