პოლიტიკა

მერიის განცხადება სუბსიდირებასთან დაკავშირებით

მერიის განცხადება სუბსიდირებასთან დაკავშირებით

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ორაზროვნად იქნა აღქმული, რის გამოც თბილისის მერია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქშიც მოხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, გაზრდილ ტარიფს დედაქალაქის ...

Read More »

ვისთვის მოხდება ტარიფების სუბსიდირება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ ფენას მძიმე ტვირთად არ დააწვეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტარიფების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. “მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ სემეკის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად არ დააწვეს, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ჩვენ მოსახლეობას. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დაამუშავა სუბსიდირების ...

Read More »
ტარიფების სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

ტარიფების სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ეხმაურება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს. აფბას შეფასებით მნიშვნელოვანია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თბოელექტროსადგურებს გენერაციის ტარიფი გაეზარდათ. ტარიფის ზრდა თავიდან ბოლომდე გამოწვეულია ლარის მიმართ დოლარის გამყარებით, რამაც ბუნებრივია  თბოსადგურებისთვის მთავარი საწარმოო ნედლეულის (თბოსადგურის ძირითადი ხარჯი არის ბუნებრივი აირი დაახლოებით 90%) ბუნებრივი ...

Read More »
ტარიფის სავარაუდო ზრდა გამოწვეული არის საერთაშორისო ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებებით

ტარიფის სავარაუდო ზრდა გამოწვეული არის საერთაშორისო ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებებით

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ტარიფების სავარაუდო გაზრდა ეკონომიკური ვითარებით იქნება გამოწვეული. როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილება სოციალურად დაუცველ ფენებს არ უნდა შეეხოს. ,,ტარიფის სავარაუდო ზრდა გამოწვეული არის საერთაშორისო ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებებით. რაც შეეხება კომპენსირებას, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს კომპენსირება პირველ რიგში იმ ფენებისთვის, ვისაც უჭირს და ვისზეც იმოქმედებს ეს ცვლილება. კონკრეტულად უნდა ნახვა, ეკონომიკის სფეროში ...

Read More »
ელექტროენერგიის ტარიფი იმიტომ გაძვირდა რომ დენი უწყვეტ რეჟიმში იყოს

ელექტროენერგიის ტარიფი იმიტომ გაძვირდა რომ დენი უწყვეტ რეჟიმში იყოს

დღეს მარეგულირებელმა კომისიამ “ენერგოპრო ჯორჯიასთვის” ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო და სამომხმარებლო ტარიფი 3,95 თეთრით გაიზარდა. ამ საკითხს გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი ვიცე პრემიერი კახა კალაძე, მისი განცხადებით ტარიფის ზრდა მოხდა იმიტომ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში მოხდეს “მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება მოხდა. მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები. ჩვენდა სამწუხაროდ, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით გვიხდება ...

Read More »
ელექტროენერგიის ტარიფები და მტლიანი შიდა პროდუქტები ევროპის ქვეყნებში

ელექტროენერგიის ტარიფები და მთლიანი შიდა პროდუქტები ევროპის ქვეყნებში

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით თბოსადგურებისთვის ელ.ენერგიის გენერაციის ტარიფი დაკორექტირდა და თბოელექტროსადგურებისთვის შემდეგი ტარიფები დაადგინა: “ჯიფაუერისთვის” (მოქმედი) 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს “მტკვარი ენერგეტიკისათვის” – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, მოქმედი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულმა ტარიფების კორექტირებამ ბუნებრივია გავლენა იქონია სამომხმარებლო ტარიფებზეც. სამომხმარებლო ტარიფი შეიცვალა “ენერგოპრო ...

Read More »
თუ ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად

თუ ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად

დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია სამომხმარებლო ტარიფების კორექტირების საკითხს განიხილავს. ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი, მისი განცხადებიტ იმ შემტხვევაში თუ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველა ღონეს იხმარებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს თუკი ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს, აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ...

Read More »
წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მეტს იხდიდა ვიდრე რეალური იყო

წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მეტს იხდიდა ვიდრე რეალური იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზარალი, რომელიც თბოელექტროკომპანიებს ლარის გაუფასურების გამო მიადგათ, გაიქვითება იმ ზედმეტ მოგებაში , რომელიც მათ წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის დაწესებული მაღალი ტარიფის შედეგად მიიღეს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მაღალ გადასახადს იხდიდა, ვიდრე რეალური ფასი იყო. “ჩვენ ვართ სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება და ეს საქმით დავამტკიცეთ – 3 ...

Read More »
სამომხმარებლო ტარიფის სრული სუბსიდირება ბიუჯეტისთვის მძიმე იქნება

სამომხმარებლო ტარიფის სრული სუბსიდირება ბიუჯეტისთვის მძიმე იქნება

საქართველოს ენერგეიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ თბოსადგურებისთვის ტარიფები დააკორექტირა და გენერაციის ტარიფი 3,95 თეთრით გაზარდა. კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ასევე, განიცილება სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხი. ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ტარიფის სუბსიდირებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთებულა ღიად განცხადებები სწორედ ამიტომ სუბსიდირების თემა კვლავ აქტუალურია, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა, სუბსიდირების თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ ...

Read More »
სემეკი ვალდებულია დაიცვას როგორც მწარმოებლის ასევე მომხმარებლის ინტერესებისემეკი ვალდებულია დაიცვას როგორც მწარმოებლის ასევე მომხმარებლის ინტერესები

სემეკი ვალდებულია დაიცვას როგორც მწარმოებლის ასევე მომხმარებლის ინტერესები

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ როდესაც ტარიფის კომპონენტებში შედის ცვლილება, ეს საბოლოო ტარიფზე შესაბამის გავლენას ახდენს. როგორც არველაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით, “ენერგო-პრო” “სემეკის” გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის, რადგან ისინი თვლიან, რომ ტარიფი საკმარისად არ გაიზარდა. “ტარიფების ცვლილებაზე უკვე კარგა ხანია შესულია მარეგულირებელ კომისიაში განაცხადები. მიღებულია გადაწყვეტილება თბოელექტროსადგურებთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატურია გადაწყვეტილება, ამაზე ალბათ, “სემეკი” გასცემს პასუხს, თუმცა, როგორც ...

Read More »