იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. „ბუნებრივი აირი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად“, – განაცხადა მერკელმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტ ქვეყანად 2024 წლის შემდეგ პერიოდშიც დარჩეს და ეს შეთანხმება ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს. ანგელა მერკელმა ასევე მზაობა გამოთქვა კიევთან ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის ...
Read More »