საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესს აჩქარებს

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესს აჩქარებს.

„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ერთობლივი სამოქმედო გეგმის დარღვევა. ჩვენ ირანს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვენაში მოლაპარაკებებს, რათა მოლაპარაკებები სწრაფად და წარმატებულად დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დრო არავის მხარესაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრების პროცესს აჩქარებს. სააგენტოს ინფორმაციით, ირანის მთავრობამ ნათანზში მდებარე ბირთვულ ობიექტზე ახალი ტიპის ცენტრიფუგები აამოქმედა, რაც მათ საშუალებას აძლევს, ურანი კიდევ უფრო სწრაფად გაამდიდროს და ამგვარად მიუახლოვდეს ნიშნულს, რომელიც საჭიროა ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

Leave a Reply