პოლიტიკა

აშშ ღიაა რუსეთის ენერგეტიკის სექტორის სანქცირებისთვის

შეერთებული შტატები “ღიაა” რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის სანქციების დაწესებისთვის. ეს განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის აფასებს სანქციების შესაძლო გავლენას გლობალურ ბაზრებზე და აშშ-ის ენერგეტიკულ ფასებზე. კითხვაზე, დააწესებენ თუ არა ვაშინგტონი და მისი დასავლელი მოკავშირეები სანქციებს მოსკოვის ენერგეტიკისა და გაზის ინდუსტრიაზე, ფსაკიმ MSNBC-სთან ინტერვიუში განუცხადა: “ჩვენ ძალიან ღია ვართ”. “ჩვენ განვიხილავთ ამას. ძალიან ბევრი რამ ...

Read More »

“რუსული ენერგორესურსების აზერბაიჯანულით ან თურქმენულით ჩანაცვლება რთული არ იქნება”

ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების გადაწყობა და სხვა ბაზრების ათვისება ერთ დღეში არ ხდება, თუმცა, შეუძლებელიც არ არის, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ღაღანიძე „ბიზნესპარტნიორთან“. მისი თქმით, 2021 წელს ჯამურად, რუსეთსა და უკრაინაზე ჩვენი ექსპორტის ¼-ზე ნაკლები მოდის, იმპორტის შემთხვევაში 1/6-ზე ნაკლები. შესაბამისად, იმაზე საუბრები, რომ ამის დაკარგვა ქართულ ეკონომიკას დაანგრევს, სწორი არ არის. „ეს ყველაფერი სექტორალურ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ. კერძოდ, არის გარკვეული ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპა რუსული გაზის გარეშე – სცენარები

ყოველ ოთხ წელიწადში, გაზის გადაცემათა სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს კატასტროფული სცენარების სიმულირებაში გავარჯიშება ევალება, გაზმომარაგების ევროპული სისტემის მდგრადობის შესამოწმებლად. ბოლო ასეთი სიმულაციური ვარჯიში გასულ წელს ჩატარდა. გაითვალისწინეს ოცამდე ავარიული სცენარი, რამაც დაადასტურა, რომ ევროპის გაზის ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოქნილია და შეუძლია გაზმომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რა შეიძლება მოხდეს თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს, კრემლის თავკაცი კი, საპასუხოდ ...

Read More »

დმიტრო კულება – მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს – ახლა მისი შესყიდვა გულისხმობს იმას, რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს

ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსეთის გაზისა და ნავთობის შესყიდვა ახლა, გულისხმობს იმას, რომ „ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს“. „ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მისი შესყიდვა ახლა, გულისხმობს იმას, რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების ...

Read More »

უკრაინის მთავრობა რუსი პოლიტიკოსების კრიპტო ინფორმაციას ითხოვს

უკრაინის მთავრობა რუსი და ბელორუსი პოლიტიკოსების კრიპტო საფულეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ითხოვს. ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა შაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინის კრიპტო საზოგადოება დააჯილდოებს მათ, ვინც ამ ინფორმაციას მიაწვდის. მთავრობამ უკვე გამოიყენა Twitter-ი კრიპტო შემოწირულებების მოსაძიებლად და ჰაკერების ონლაინ ფორუმებზე გამოაქვეყნა, რომ კიბერშეტევებისგან დასაცავად დახმარება სჭირდება. უკრაინელი იურისტის, არტემ აფიანის თქმით, რომელიც ამ ძალისხმევას ხელმძღვანელობს, პოლიტიკოსების კრიპტო საფულის ინფორმაციისთვის ჯილდოები კერძო ...

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

თემურ გოჩიტაშვილი: ციფრები აჩვენებს, ვინ უფრო დაზარალდება რუსული გაზის არ მიწოდებით

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ევროპაში გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის 11%-ია. ევროკავშირის კონსოლიდირებული მშპ 17 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ფასი, რასაც რუსულ გაზში იხდის, შეადგენს 0.18%-ს. ეს ციფრები კი აჩვენებს, ვინ უფრო მეტად დაზარალდება, რუსული გაზის არ მიწოდებით. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საშუალოდ, რუსეთიდან ევროპა იღებდა 150-160 მლრდ კუბურ მეტრ გაზს. თუ ამ 5 წლის საშუალო ფასსაც ...

Read More »
სოკარმა საწვავი გააიაფა

სოკარის ბენზინგასამართ სადგურებს უკრაინაში სასწრაფოებისთვის საწვავის უფასოდ მიწოდება დაევალათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრის შემდეგ სოკარის ბენზინგასამართ სადგურებს დაევალათ, რომ უკრაინაში სასწრაფო დახმარების მანქანებს საწვავი უფასოდ მიაწოდონ. “აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჩემი საუბრის შედეგად, სოკარის ყველა ბენზინგასამართ სადგურს უკრაინაში დაევალა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სერვისებს საწვავი უფასოდ მიაწოდონ. ღამით აზერბაიჯანისგან თვითმფრინავს ველოდებით, სადაც მედიკამენტები იქნება”, — წერს ის Twitter-ზე.

Read More »

UEFA-მ “Газпром”-თან სპონსორული კონტრაქტები გაწყვიტა – The Times

The Times-ის ცნობით  UEFA-მ “Газпром”-თან სპონსორული კონტრაქტები გაწყვიტა, რომელიც 2024 წლამდე ურთიერთობებს ითვალისწინებდა. კონტრაქტის მიხედვით, წელიწადში ევროპის საფეხბურთო ასოციაცია რუსული კომპანიისგან წელიწადში $54 მილიონ დოლარს იღებდა, შესაბამისად იგი 108 მილიონის ზარალს ნახავს. მხარეები ჯერჯერობით ამ ფაქტს ოფიციალურად არ ახმაურებენ.

Read More »

სანქციების თავიდან ასარიდებლად რუსმა მილიარდერებმა შესაძლოა, კრიპტოვალუტები გამოიყენონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთს ძლიერი სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანია, ქვეყანას ბიზნესის დოლარებსა და სხვა მნიშვნელოვან ვალუტებში წარმოება შეეზღუდოს. ასევე, იგი მოიცავს რუსეთის ხუთი ბანკის შეზღუდვას, დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის გზით. შეზღუდვები შეეხება რუსეთის მაღალი წრის საზოგადოებასა და მათი ოჯახის წევრებსაც. ეს ყველაფერი კი იმ სანქციებს ემატება, რომლებიც ოკუპანტს კვირის ...

Read More »

ბორის ჯონსონი – ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რომელიც დიდი ხანია, პუტინს აძლევს საშუალებას, თავისი პოლიტიკა აწარმოოს

ჩვენ შევთანხმდებით მასშტაბურ პაკეტზე, ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. „უკრაინა გახლავთ ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო თავისუფალი, დემოკრატიული და უფლება გააჩნდა, საკუთარი ბედი აერჩია. ჩვენ და მსოფლიო არ მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინას ეს თავისუფლება წაერთვას . ჩვენ არ გავიხედავთ გვერდზე, რადგან ჩვენ ვაკვირდებოდით რუსეთის მხრიდან დაშინებას. ჩვენ, ...

Read More »