პოლიტიკა

ჯენ ფსაკი – პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის

პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურების ფაქტობრივად იარაღად გარდაქმნა ნავარაუდევი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენ ევროპასთან კავშირზე ვართ. მათ შორის გასული 24 საათის განმავლობაში პოლონეთისა და ბულგარეთის ლიდერებთან. ჩვენ უკვე გარკვეული დროა, თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია განვახორციელოთ“,- განაცხადა ფსაკიმ.

Read More »

ევროკომოსიის პრეზიდენტი – პოლონეთი და ბულგარეთი ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან მიიღებენ

პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებენ. – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს. მისივე თქმით, გაზის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას კრემლის კიდევ ერთი პროვოკაციაა. “პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზპრომის გადაწყვეტილებამ უმცირესი შესაძლო გავლენა იქონიოს ევროპელ მომხმარებლებზე. დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ...

Read More »
მსოფლიო ბანკი ნავთობის 10 დოლარით გაიაფებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი: უკრაინაში ომის გამო, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა 2024 წლამდეა მოსალოდნელი

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო სურსათსა და ენერგომატარებლებზე უფრო მაღალი ფასების წინაშე აღმოჩნდება, რასაც შესაძლოა, თან ახლდეს ზომიერი ეკონომიკური ზრდა მაღალ ინფლაციასთან ერთად. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ბანკმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში 1973 წლიდან მოყოლებული ენერგორესურსებზე ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა, ისევე, როგორც 2008 წლიდან საკვებისა და სასუქების ფასების ...

Read More »

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსეთი ევროპის გაზით შანტაჟს იწყებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი ევროპის გაზით შანტაჟს იწყებს. გუშინ, 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს. “რუსეთი ცდილობს ჩვენი მოკავშირეების ერთიანობის დარღვევას”, — ამბობს ის. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი რუსეთის საბოლოო მიზანი დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა. “რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ...

Read More »

პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები – სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. ამის შესახებ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი აცხადებს. „სანქციების მიზანია რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას რუსული მხრის დაფინანსების შეზღუდვა. კანონი სანქციების შესახებ ვრცელდება იმ ოლიგარქებზე, რომლებიც პოლონეთში აწარმოებენ ბიზნესს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. სანქციების პირველ პაკეტშია 50 პუნქტი, რომელშიც არიან ...

Read More »

რობერტა მეცოლა ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ემბარგო დააწესონ რუსულ ენერგორესურსებზე

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, სრულმასშტაბიანი ემბარგო დააწესონ რუსულ ენერგორესურსებზე. ამის შესახებ მეცოლა Twitter-ზე წერს. “ევროკავშირს ვერ დააშანტაჟებენ. ჩვენ არ გვეშინია პუტინის. პოლონეთი, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები ჩვენს მხარდაჭერას მიიღებენ. ევროპარლამენტის მოწოდებაა დაუყოვნებლივი პანევროპული ემბარგო იმ ენერგორესურსების მიწოდებაზე, რომლებიც კრემლიდან კონტროლდება. დრო მოვიდა, ერთხელ და სამუდამოდ გავწვიტოთ ჩვენი დამოკიდებულება [რუსულ ენერგორესურსებზე]”, – წერს მეცოლა.

Read More »

ავსტრია გაზის საფასურის რუბლში გადახდას უარყოფს

ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია (OMV) რუსული გაზის საფასურის ევროში გადახდას აგრძელებს. როგორც ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, ყველა საპირისპირო ცნობა ყალბია. „OMV აგრძელებს რუსეთიდან გაზის მიწოდებისთვის ევროში გადახდას. ავსტრია ემორჩილება ევროკავშირის ხედვას და მხარს უჭერს ერთობლივად მიღებულ სანქციებს“, – წერს ნეჰამერი. ინფორმაცია, თითქოს ავსტრია დათანხმდა რუსეთის პირობას, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ, რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა. 27 აპრილს Gazprom-მა განაცხადა, ...

Read More »

რობერტ ჰაბეკი: ვიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით

გერმანია იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში იპოვის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს გერმანია ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს გამკლავებას. ოფიციალური ბერლინი ამ დრომდე აცხადებდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტდა. „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგოს გერმანია გაუმკლავდება“, – თქვა ჰაბეკმა პოლონელ კოლეგასთან, ანნა მოსკვასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის ...

Read More »

ევროკავშირი რუსული ნავთობის საფასურისთვის ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რათა დაარტყას კრემლის შემოსავლებს და თავი აარიდოს ემბარგოს დაუყოვნებლივ შემოღებას

ევროკავშირი რუსული ნავთობის საფასურისთვის ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რათა დაარტყას კრემლის შემოსავლებს და თავი აარიდოს ემბარგოს დაუყოვნებლივ შემოღებას. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ფასზე ზედა ლიმიტის დაწესება რუსული ნავთობის იმპორტის შემაკავებელი ზომების ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც განიხილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის კონტექსტში. ამასთან, ცნობილია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა ვარშავაში გამართულ ...

Read More »

რატომ დააზარალებს ევროკავშირის ნავთობის ემბარგო რუსეთს უფრო მეტად, ვიდრე გაზის ემბარგო

უკვე ამ კვირაში ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მიიღოს, რომელიც ნავთობის ემბარგოს მოიცავს. თუმცა ექსპერტები ამ გადაწყვეტილების ეფექტურობას განსხვავებულად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკვე დაუწესა უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, მათი უმრავლესობის ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ დროთა განმავლობაში გახდება შესამჩნევი. ბრიუსელი მიიჩნევს, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტის შეზღუდვის გარეშე, თითქმის შეუძლებელია რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობების ...

Read More »