დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან,- ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გააკეთა, რომელიც დიდი შვიდეულის თავმჯდომარეა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა დიდი შვიდეული ერთობლივ დახმარებას გამოუყოფს უკრაინას ზამთრის პერიოდისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დიდი შვიდეული არ შეეგუება, რომ პუტინის სტრატეგია უკრაინაში წარმატებული აღმოჩნდეს. ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ენერგეტიკაზე არაადამიანურ დარტყმებში დაადანაშაულა. ანალოგიური განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ...
Read More »