პოლიტიკა

მაია სანდუ სანქციებზე: თუ ენერგორესურსების გარეშე დავრჩით, ამით არავის დავეხმარებით: არც მოლდოვას, არც უკრაინას, არც დასავლელ პარტნიორებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა ენერგორესურსების მხრივ რუსეთზეა დამოკიდებული, რის გამოც ამ დროისთვის კიშინიოვი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. სანდუს თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოლდოვა უკრაინული, ბელარუსული და რუსული ბაზრის გარეშე დარჩა. „შეგვიძლია თუ არა დღეს ქვეყანა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დავტოვოთ? არა, არ შეგვიძლია. ეს შეეხებოდა როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე 100 000 უკრაინელ ლტოლვილს, რომელთა ...

Read More »

იაპონია „სახალინი-2“-ის პროექტიდან გასვლას არ აპირებს

იაპონია ნავთობისა და გაზის „სახალინი-2“-ის პროექტიდან გასვლას არ აპირებს. როგორც იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს იაპონიისთვის ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში და გააგრძელებენ ენერგორესურსების შესყიდვას რუსეთში. „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ენერგორესურსების გრძელვადიან, იაფ და სტაბილურ მიწოდებას. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროექტზე უარის თქმას“,- განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში გამოსვლისას. „სახალინი-2“-ის მთავარი ოპერატორი ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი: გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, გაზის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანება, არ ვრცელდება უკვე მიწოდებულ ბუნებრივ აირზე. მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყნები არ ადასტურებენ საფასურის რუბლში გადახდას, მათ 1-ელი აპრილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება მაინც არ შეუწყდებათ. „გუშინ ბევრი კითხვა დამისვეს იმასთან დაკავშირებით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ დადასტურება არ არის ღირებულების რუბლში გადახდასთან ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია და ესპანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენის მშენებლობას გამნიხილავენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ესპანელ კოლეგასთან ერთად გაზსადენის მშენებლობის იდეა განიხილა, იმისთვის რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება შეამცირონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ევროპის სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ახლა ხვდებიან, რომ ისინი შეიძლება გახდნენ ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრები ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა და დასძინა, რომ რუსეთის რეზერვების 30-40% შეიძლება დაუყოვნებლივ შეიცვალოს. ესპანურ-იტალიური მხარეების ინფორმაციით, ევროკომისია გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას ...

Read More »

“პუტინს შანტაჟის უფლებას არ მივცემთ” – “დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე კვლავ უარს ამბობენ

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს აცხადებენ. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა თქვა, გერმანია რუსეთს შანტაჟის უფლებას არ მისცემს. ”თქვენ იცით, რომ “დიდი შვიდეულის” ენერგეტიკის მინისტრებმა და, შესაბამისად, დიდმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა მყისიერად უპასუხეს, რომ კონტრაქტები უნდა იყოს დაცული. ყველაფერი, რაც მოვისმინე სხვა პოლიტიკოსებისგან, ამას ადასტურებს. ეს არის იმის პასუხი, რომ, როგორც სანქციების შემთხვევაში, ამ საკითხშიც დასავლეთში არის ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულების თანახმად, ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობისას კომპანიებს რუსულ ბანკებში უნდა ჰქონდეთ ანგარიშები და საფასური რუბლებსი გადაიხადონ. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ე.წ. არამეგობრულ სახელმწიფოებთან რუსული ბუნებრივი აირით ვაჭრობის წესებს ადგენს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ ...

Read More »

ავსტრალია 35%-იან გადასახადს აწესებს რუსეთისა და ბელორუსიის ყველა პროდუქტზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე

ავსტრალია 35%-იან გადასახადს აწესებს რუსეთისა და ბელორუსიის ყველა პროდუქტზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე, ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში. “ავსტრალია, ამ ქვეყნის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, აწესებს 35%-იან გადასახადს ყველა საქონელზე და უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე. კიდევ ერთი არგუმენტი ნავთობის ემბარგოს სასარგებლოდ, რომელიც დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას”, – დაწერა ანდრია იერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა უფროსმა Telegram-ში. აღსანიშნავია, ...

Read More »

რუსები ნავთობს მალულად ყიდიან?! – „ჩრდილოვანი ექსპორტი“ 600%-ით გაიზარდა

უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერები სულ უფრო მეტად ქრებიან თვალთვალის სისტემებიდან, რაც პოტენციურ მყიდველებზე ე.წ. ჩრდილოვანი ექსპორტის მანიშნებელია. ამის შესახებ სადაზვერვო კომპანია Windward-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამი დანიელმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული, ბნელი აქტივობის დროს რუსული გემების ტრანსპონდერები საათობით გამორთულია, რასაც ადრე აშშ-ს ოფიციალური პირები „მატყუარა გადაზიდვის“ პრაქტიკად განიხილავდნენ. ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გერმანიაში „გაზპრომის“ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსული „გაზპრომის“ გერმანულ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება რუსული სახელმწიფო კომპანიის როლს ევროპაში გაზის ფასის რეკორდულ ზრდაში,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები იმ კომპანიების ოფისებს ეწვივნენ (Gazprom Germania GmbH-სა და Wingas GmbH-ს), რომლებიც გერმანული ბაზრის დაახლოებით 20%-ს უზრუნველყოფენ. ხოლო ჩხრეკა ევროპაში გააქტიურებული გამოძიების ფონზე მოხდა – გამოიწვია თუ არა „გაზპრომის“ ქცევამ გაზის ფასების ...

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

„ეკონომიკას ნელი მოგუდვა ელის“. რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის და ევროპის „ბუნებრივი აირის ომი“

ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, „ეროვნულ ბანკსა“ და „გაზპრომს დაავალა“, 31 მარტამდე „არამეგობრულ  სახელმწიფოებთან“ ანგარიშსწორება რუბლებით განახორციელონ. „დიდი შვიდეულის“ წევრებმა (აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, იტალია, იაპონია) უკვე გამოაცხადეს, რომ რუსეთს გაზისთვის რუბლით არ გადაუხდიან. ამ განცხადებას შეუერთდა მთელი ევროკავშირიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუბლით გადახდაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ. რას მოუტანს ეს დასავლეთს, რუსეთის ...

Read More »