პოლიტიკა

ოლაფ შოლცი: რუსეთი არასანდო ენერგეტიკული პარტნიორია

რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსაციის ღონისძიებების მესამე პაკეტი წარმოადგინა – პირველ რიგში ენერგეტიკულ სექტორში, რუსეთის ფედერაციიდან ენერგომომარაგების პრობლემების ფონზე. მიუხედავად ამისა, კანცლერი ოპტიმისტურად არის განწყობილი გერმანიის ენერგომომარაგების საიმედოობის მიმართ. “ამ ზამთარს გადავრჩებით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან. ეს არის 65 მილიარდი ევროს საერთო მოცულობის პაკეტი, რომელიც ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს

2022 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს, მათ შორის დიდმა ბრიტანეთის ჩათვლით, ეს მაჩვენებელი 49%-ია. ინფორმაციას ევროპის ბაზარზე გაზის ექსპორტის მაჩვენებლების შემციების შესახებ, რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი ავრცელებს“. „წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ ბაზარზე რუსული გაზის მიწოდება 48%-ით შეამცირეს, დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით – 49%-ით“, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის სფეროს შესახებ ქართულ – სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ქართულ – სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომაში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოსა და სომხეთის ოფისების მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანი. მისასალმებელ სიტყვაში, რომეო მიქაუტაძემ სომხეთის დელეგაციას საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე ტენდენციები ...

Read More »

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გამოაცხადა,რომ ოქტომბრიდან შინამეურნეობები გაზსა და ელექტროენერგიაში წელიწადში, არაუმეტეს 2500 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, ლიზ ტრასმა პირველი ხმაურიანი განცხადება უკვე გააკეთა, როცა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, ზღვრული გადასახადები ელექტროენერგიასა და გაზზე ბრიტანეთში, ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. შედეგად შინამეურნეობები ინგლისში, უელსში და შოტლანდიაში წელიწადში 1000 ფუნტს დაზოგავენ. ასეთივე მხარდაჭერა გავრცელდება ...

Read More »

უნგრეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება სურს

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი აცხადებს, რომ უნგრეთს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება სურს. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ენერგეტიკულ ვითარებაზე საუბრისას უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია და უფრო დაუცველია ვიდრე რუმინეთი, რადგან მას არ აქვს წვდომა ზღვაზე, ამიტომ, მომავალში ბუდაპეშტი ეცდება მიაღწიოს ენერგეტიკულ სუვერენიტეტს. „ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ...

Read More »

ზახაროვა: „ევროპის გაზის კრიზისის უკან აშშ დგას“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ევროპის გაზმომარაგების კრიზისის უკან აშშ დგას. მისივე თქმით, ვაშინგტონმა ევროპელ ლიდერების მოსკოვთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის შეწყვეტისკენ უბიძგა. „მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საბჭოთა დროიდან ენერგეტიკული რესურსების სანდო მიმწოდებელი იყო, შეერთებული შტატები დიდი ხანის განმავლობაში ცდილობდა, რომ ენერგეტიკული კავშირები რუსეთსა და მსხვილ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა გერმანია, გაეწყვიტა. აშშ-მა ევროკავშირში ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით და გაყინვით დაემუქრა

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. „ბიბისის“ ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის 27 წევრს 9 სექტემბერს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესთავაზებს და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც განაცხადა, რომ არ შეასრულებს მოთხოვნებს. „ჩვენ მათ უბრალოდ არ შევასრულებთ და საერთოდაც, არაფერს მივაწვდით, თუ ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ...

Read More »

ბორის ჯონსონი: “ლიზ ტრასი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთს ენერგეტიკული შანტაჟი არ გაუვიდეს”

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომლის უფლება-მოვალეობის ვადა დღეს ამოიწურა, დაუნინგ-სთრითი დატოვა და გამოსამშვიდობებელ სიტყვაში დარწმუნებით აღნიშნა, რომ ქვეყნის ახალი პრემიერი, ლიზ ტრასი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა ენერგეტიკულ შანტაჟში წარმატებას არ მიაღწიოს. ”მე ვიცი, რომ ლიზ ტრასი და ეს თავდადებული კონსერვატიული მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხს ამ კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს… და ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ პუტინი ფიქრობს, ...

Read More »

ანტონიო გუტერეშმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებულ პერიმეტრზე შეთანხმდნენ

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებულ პერიმეტრზე შეთანხმდნენ. „როგორც პირველი ნაბიჯი, რუსულმა და უკრაინულმა ძალებმა უნდა აიღონ ვალდებულება, არ ჩაერთონ რაიმე სამხედრო აქტივობაში ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით ან ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა. „როგორც მეორე ნაბიჯი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეთანხმება დემილიტარიზებულ პერიმეტრზე. კერძოდ, ეს მოიცავს რუსეთის ძალების ვალდებულებას, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი ...

Read More »

რა დაუჯდება პუტინის რუსეთს ევროპასთან “გაზის ომი”

ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო შესაძლოა, რუსეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შემოსავლების სახით, წელიწადში $6,6 მილიარდი დაკარგოს.ამის შესახებ Bloomberg რუსეთის მთავრობის საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა წერს, რომ 30 აგვისტოს რუსეთის მთავრობას განსახილველად წარედგინა დოკუმენტი, რომელიც „უფრო საშინელ სურათს ასახავს, ​​ვიდრე ოფიციალური პირები ჩვეულებრივ ოპტიმისტურ საჯარო განცხადებებში აკეთებენ“. მოხსენების თანახმად, ევროპისთვის (რუსეთის მთავარი საექსპორტო ბაზრი) გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რუსეთის ბიუჯეტზე მძიმედ ...

Read More »