პოლიტიკა

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება

ირანსა და გლობალურ მოთამაშეებს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება. ჩინელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი და ბრიტანელი დიპლომატები ირანის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეთნხმების ყველა დოკუმენტი თითქმის მზადაა. მხარეებს შორის 2015 წელს გაფორმდა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანისთვის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს შეთანხმებიდან ...

Read More »

თეა გოდოლაძე ახალი, თანამედროვე სეისმური ქსელის მონაცემების საჯარო მისაწვდომობას შეზღუდავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს და თანდართულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას ამცნობს, რომ ცენტრმა 14 ახალი სადგურის აპარატურა მიიღო აშშ-დან. იქვე გოდოლაძე ამბობს, რომ საავტორო უფლებები აქვს და შემდგომში თავად მისი პროექტის პარტნიორები განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მართონ ეს ქსელი. თეა გოდოლაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ; „მოკლედ, ეს ...

Read More »

ერდოღანი: თურქეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ ლიბიაში ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება

”ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანთან ვართ დაკავშირებული TANAP და TAP გაზსადენების პროექტებით. ხსენებული პროექტების მიღმა, ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. რა შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, როგორც ახლა ვთანამშრომლობთ TANAP–სა და TAP–ის პროექტებზე ჩემს ძვირფას მეგობარ ილჰამ ალიევთან, იგივენაირად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ლიბიაშიც.” – აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა თურქეთის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება თურქული ტელეარხი NTV. თურქეთის ლიდერმა დაამატა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ ...

Read More »

რუსეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 ნახსენები არ არის

რუსეთის საფრთხის “მოსაგერიებლად” ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 გაზსადენი ნახსენები არ არის. “რუსეთი ევროკავშირის მეზობელია და უდიდეს ძალად რჩება ევროპასა და მთელ მსოფლიოში”,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოიცავს მოსკოვთან დაძაბულობის ბევრ სფეროს, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პოლიტიკურ რეპრესიებს, მრავალ ოპერაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და აღმოსავლეთ მეზობლების დესტაბილიზაციას. ამავდროულად, სტრატეგია ხაზს უსვამს მოსკოვის მზარდ და სტრუქტურულ სისუსტეს, ისევე ...

Read More »

ფაშინიანი „გაზპრომს“ უპირისპირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი „გაზპრომ სომხეთის“ თანამშრომლებს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მიტინგებზე დასწრებას აიძულებდა. მისი განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიის მენეჯმენტი თავად მონაწილეობს აქციებში, საკუთარ თანამშრომლებს აიძულებს მიტინგებზე წასვლას, ან კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემას (20 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში). ”თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდება, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაქცია. იმედი ...

Read More »

აშშ-ის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ შესუსტდა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 ივნისს სენატში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიასთან ერთად იმუშავებს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის მშენებლობის დასრულების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ნეგატიური გავლენა შეამსუბუქოს. მოვლენა დეტალურად: ვაშინგტონმა გერმანიასთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად  მაისის ბოლოს აღარ გაავრცელა სანქციები მილსადენის მშენებელი კომპანიისა (Nord Stream 2) და მისი გენერალური დირექტორის, მატიას ვარნიგის წინააღმდეგ. თეთრი სახლის პოზიცია ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება როგორც გერმანიასთან, ასევე უკრაინასთან ვაშინგტონის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს

ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტის არსი სრულიად ნათელია – გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ამერიკა ევროპელ მოკავშირეებს დემოკრატიის დაცვისთვის მზადყოფნის დამტკიცებას შეეცდება. ამ თემას ანალიტიკურ სტატიას უძღვნის გერმანული გამოცემა zeit.de. სტატიის თანახმად, თუ აშშ-ს პრეზიდენტის გამონათქვამებს შევაჯამებთ, შემდეგი გამოვა – „ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიო ავტორიტარულ რეჟიმებს გადავაბაროთ, ისეთებს, როგორებიცაა რუსეთი ან ჩინეთი, ამიტომაც გონს მოდით“. მაგალითად, ჩინეთი ამერიკის მეტოქეა  და ის საფრთხეს უქმნის ლიბერალურ ...

Read More »

სენატორი ჯიმ რიში: Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა – პუტინს შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს

სენატორი ჯიმ რიში რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს. „Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა, ცალმხრივი დათმობები ევროპაში საზღვაო ბაზირების ფრთოსან ბირთვულ რაკეტებსა და სახმელეთო ბაზირების რაკეტებზე. პუტინს მოლაპარაკებები არ სჭირდება. მას შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.

Read More »

მერკელმა და ბაიდენმა Nord Stream 2-ზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას G7 სამიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სადაც მხარეებმა განიხილეს Nord Stream 2-ის პროექტი. ”ჩვენ (ბაიდენთან) მოკლედ მიმოვიხილეთ Nord Stream 2-ის საკითხი. როგორც თქვენთვის ცნობილია,  მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის მთავრობასთან და ფედერალური მთავრობის ექსპერტებთან. მე მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა კვლავაც დარჩეს ბუნებრივი აირის სატრანზიტო პარტნიორად”- განუცხადა ...

Read More »

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნაფტალი ბენეტმა ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას შეცდომა უწოდა. ბენეტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება ოფიციალურ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს. „ირანულ მხარესთან ბირთვული შეთანხმების განახლება შეცდომაა. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას“, – განაცხადა ბენეტმა.

Read More »