პოლიტიკა

განახლებადი ენერგიის სადგურების გადასახადების დიდი წილი ადგილობრივ თემებში უნდა გადანაწილდეს – GREDA

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინიციატივაა, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდეს. ამასთან დაკავშირებით ასოციაციამ საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა. GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, პროექტის შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების ...

Read More »

ევროპა ენერგოკრიზისის ზღვარზე – რას უპირისპირებს დასავლეთი რუსული გაზის შემცირებას

ევროპისთვის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება კვლავ დიდი თავის ტკივილია. წლის ბოლომდე კონტინენტზე რუსული ნავთობის იმპორტის 90%-ით, გაზის იმპორტის კი ორი მესამედით შემცირებას აპირებენ. გეგმა ამბიციურია, თუმცა საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რუსეთი, რომელიც მსოფლიოში გაზის მარაგებით პირველია, ბუნებრივ აირს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. სანქციებზე საპასუხოდ, მან უკვე 60%-ით შეამცირა ბუნებრივი აირის მიწოდება მილსადენ Nord Stream 1-ით, რომელიც გერმანიისა და სხვა ...

Read More »

აშშ-ს და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

კატარის დედაქალაქში აშშ-ს და ირანის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების აღდგენას ეხება, უშედეგოდ დასრულდა. „მოლაპარაკებებმა ვერ გამოიღო ის შედეგები, რასაც ვიმედოვნებდით“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ენრიკე მორამ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა „ევროკავშირის ინიციატივას“ ანგარიში არ გაუწია, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა. თეირანს და ვაშინგტონს შორის დიალოგი სამშაბათს, ირანში ევროკავშირის წამყვანი დიპლომატის ვიზიტის შემდეგ განახლდა. მოლაპარაკებებში ამერიკის და ირანის ...

Read More »

ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდა და სურსათის დეფიციტი რუსეთის უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული. „საბოლოო ჯამში, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. სასურსათო კრიზისის მიზეზიც რუსეთია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკა და მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს.

Read More »

„როიტერი“ – 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქში უშედეგოდ დასრულდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. მხარეთა შორის მოლაპარაკებები ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის ელჩის, ენრიკე მორას კოორდინირებით გუშინ დაიწყო. „მოლაპარაკებების განხორციელებას ხელი შეუშალა აშშ-ის დაჟინებულმა მოთხოვნამ ვენაში მის მიერ შეთავაზებული ტექსტის პროექტზე, რომელიც გამორიცხავს ირანისთვის ეკონომიკური სარგებლის გარანტიას“, – წერს ირანული მედია. ...

Read More »

„სექტემბრიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა სრულად ამუშავდება“

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ პრინციპებთან“, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ...

Read More »

ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა

ლიტუვის სეიმმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა კანონიერად უზრუნველყო. ამის შესახებ, ინფორმაცია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამრიგად, ლიეტუვის სეიმმა მიიღო ცვლილებები ბუნებრივი გაზის კანონში. კანონს ემატება დებულება, რომელიც არეგულირებს, რომ კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის ოპერატორს არ აქვს უფლება გაანაწილოს და/ან გამოიყენოს ტერმინალის სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ქვეყნებიდან და მიმწოდებელი კომპანიებიდან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამავდროულად, მოთხოვნა არ ვრცელდება ...

Read More »

ოლაფ შოლცი – ომმა აჩვენა, რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რაც უნდა შევამციროთ, ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და ისაუბრა მთავარ გზავნილებზე, რაზეც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები თანხმდებიან. ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში და უკრაინას შეიარაღებას მიაწვდიან. მისივე განცხადებით, ინტენსიურად იმუშავებენ განახლებად ენერგიებზე, რათა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამცირონ. ამასთან, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსოფლიოში შიმშილი არის უდიდესი გამოწვევა, რის ...

Read More »

“გერმანია გაზის 40%-ს რუსეთისგან იღებს – უკრაინისთვის იარაღის გაგზავნით, ისინი მსხვერპლს იღებენ, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასი გადასახდელია”

„ჩემი სიცოცხლეში არასოდეს მჯეროდა, რომ გერმანიის კანცლერი იმდენად დაწინაურდებოდა, როგორც ეს ოლაფ შოლცის შემთხვევაშია და გაგზავნიდა იარაღს, რათა უკრაინელებს თავი დაეცვათ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, შოლცმა უზარმაზარ წინსვლას მიაღწია იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყნის გაზმომარაგების 40% რუსეთზე მოდის. „ჩვენთან [ბრიტანეთში] გაზის 4% მოდის რუსეთზე, გერმანიის შემთხვევაში, ეს 40%-ია. ისინი რეალური ზეწოლის წინაშე დგანან, მათ უწევთ ენერგიის სხვაგან მოპოვება, მაგრამ ისინი ...

Read More »

ფრანგულმა კომპანიებმა ქვეყნის მოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდეს

ფრანგული ენერგეტიკული კომპანიების Engie-ს, EDF-ს და TotalEnergies-ის ხელმძღვანელებმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდეს, შეამცირონ ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება, რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო. ამის შესახებ საკვირაო გაზეთი Le Journal du Dimanche იტყობინება. “მოვუწოდებთ კეთილსინდისიერებისკენ და კოლექტიური და ინდივიდუალური ქმედებისკენ, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა მომხმარებელმა, თითოეულმა კომპანიამ შეცვალოს თავისი ქცევა და დაუყოვნებლივ შეზღუდოს ენერგიის, ელექტროენერგიის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მოხმარება”, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც აღინიშნა, ...

Read More »