“გერმანია გაზის 40%-ს რუსეთისგან იღებს – უკრაინისთვის იარაღის გაგზავნით, ისინი მსხვერპლს იღებენ, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასი გადასახდელია”

„ჩემი სიცოცხლეში არასოდეს მჯეროდა, რომ გერმანიის კანცლერი იმდენად დაწინაურდებოდა, როგორც ეს ოლაფ შოლცის შემთხვევაშია და გაგზავნიდა იარაღს, რათა უკრაინელებს თავი დაეცვათ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, შოლცმა უზარმაზარ წინსვლას მიაღწია იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყნის გაზმომარაგების 40% რუსეთზე მოდის.

„ჩვენთან [ბრიტანეთში] გაზის 4% მოდის რუსეთზე, გერმანიის შემთხვევაში, ეს 40%-ია. ისინი რეალური ზეწოლის წინაშე დგანან, მათ უწევთ ენერგიის სხვაგან მოპოვება, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ, ძალისხმევას იჩენენ, ისინი მსხვერპლს იღებენ, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასი გადასახდელია“, – ამბობს ჯონსონი.

Leave a Reply