ფრანგულმა კომპანიებმა ქვეყნის მოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდეს

ფრანგული ენერგეტიკული კომპანიების Engie-ს, EDF-ს და TotalEnergies-ის ხელმძღვანელებმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდეს, შეამცირონ ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება, რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო. ამის შესახებ საკვირაო გაზეთი Le Journal du Dimanche იტყობინება.

“მოვუწოდებთ კეთილსინდისიერებისკენ და კოლექტიური და ინდივიდუალური ქმედებისკენ, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა მომხმარებელმა, თითოეულმა კომპანიამ შეცვალოს თავისი ქცევა და დაუყოვნებლივ შეზღუდოს ენერგიის, ელექტროენერგიის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მოხმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აღინიშნა, ენერგიის ფასების ზრდა “ზედმეტად მოქმედებს ოჯახების მსყიდველუნარიანობაზე”.

საფრანგეთის ენერგეტიკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ უკვე მიიღეს მოკლევადიანი ზომები, ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციისთვის.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply