პოლიტიკა

რუმინეთი სამხრეთ გაზის დერეფნის ქვეყნების ჯგუფს უერთდება

“დეკემბერში ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. აზერბაიჯანმა და რუმინეთმა გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გაზის მიწოდება მალე დაიწყება. ამრიგად, რუმინეთი უერთდება სამხრეთ გაზის დერეფნის ქვეყნების ჯგუფს”, – შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 3 თებერვალს ბაქოში სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 მინისტრთა შეხვედრაზე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში პირველ მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთის ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა

საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა – ქვეყანა მხარს უჭერს სტრატეგიულ პარტნიორობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე გამოსვლისას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ...

Read More »

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ პარტნიორად ჩამოყალიბდა

აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ პარტნიორად ჩამოყალიბდა. აღნიშნულის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. „შარშანდელი ენერგეტიკული კრიზისის პიკის დროს, სამხრეთის გაზის კორიდორი აღმოჩნდა მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ევროპისთვის. ხსენებული სადენით 2022 წელს ევროკავშირისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 11.4-მდე გაიზარდა, რაც 40%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ბოლო წლებში, აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ ...

Read More »

ენერგეტიკულ ბირჟაზე სიმულაციური ვაჭრობა იწყება

საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ დაიწყო მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის. ამ მიზნით, 2023 წლის 13 თებერვლიდან დაიწყება სატესტო ვაჭრობა პლატფორმაზე. ენერგეტიკული ბირჟა კომპანიებს შესაბამის ტრენინგზე იწვევს, სადაც მათ გააცნობს დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მარეგულირებელ ძირითად ნორმებს; დღიურ ბაზარზე ფასწარმოქმნისა და  ფასის შეთავაზების პრინციპებს; დღიური ბაზრის პლატფორმას და მომხმარებლის გზამკვლევს; სიმულაციური ვაჭრობისათვის მომზადების ეტაპებს (განცხადების წარმოდგენა, რეგისტრაცია). ენერგეტიკულმა ბირჟამ მოქმედება 31 მარტიდან უნდა ...

Read More »

ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ 5 მილიონ ევროს გადასცემს

ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ ხუთ მილიონ ევროს გამოყოფს, რათა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს. ამის შესახებ ავსტრიის კლიმატის მოქმედების, გარემოს, ენერგეტიკის, მობილურობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ლეონორ გევესლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Ukrinform-ი APA-ზე დაყრდნობით. „ცივი ტემპერატურის პირობებში მილიონობით ადამიანი რჩება ელექტროენერგიის და ხშირად, გათბობისა და წყლის მიწოდების გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიამ აქ წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად”, – ...

Read More »

ვიტალი კლიჩკო საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის

ქალაქ კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. ვიტალი კლიჩკო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. ...

Read More »

ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმი იმართება

ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმი 2023. ღონისძიება USAID-ის წარმომადგენელთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარემ გახსნეს. USAID ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში ეხმარება. ასევე სამინისტროს მხარდასაჭერად, USAID ორგანიზებას უწევს ფორუმს, იმისათვის, რომ გაზარდოს დაინტერესებული მხარეების ცნობიერება ენერგეტიკის სექტორში გატარებული რეფორმების და ენერგეტიკული უსაფრთხოების ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროპის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები, რომელთა სამიზნეც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორები, მათ შორის ვაჭრობა, ფინანსები, ტექნოლოგიები და ორმაგი დანიშნულების საქონელია,  ძალაში 31 ივლისამდე დარჩება. „რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ევროკავშირის ...

Read More »

“რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, უნგრეთი ვეტოს დაადებს”

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციებს, რომლებიც რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, წერს Reuters-ი. უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების მეათე პაკეტში შეიტანოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია “როსატომი”. ორბანმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბირთვული ენერგეტიკის მიმართ სანქციებს “აშკარად, ვეტო უნდა დაედოს”. “ჩვენ არ დავუშვებთ გეგმას, რომელიც სანქციებში ბირთვული ენერგეტიკის შეყვანას გულისხმობს. ამაზე საუბარიც ...

Read More »

დავით ნარმანია: ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმის მოცულობა უნდა გაორმაგდეს

კომუნალური მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანია რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში გაზრდილ ჯარიმას გადაიხდის. სემეკი ჯარიმების გაზრდის მოთხოვნით პარლამენტს, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს მიმართავს. თემაზე დავით ნარმანიამ გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2”-ზე ისაუბრა. სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, დაგდენილი ჯარიმის მოცულობის, 75 000 ლარის გაორმაგება იგეგმება. “ზოგიერთი ტიპის სამართალდარღვევის შემთხვევაში უმჯობესია, ჯარიმები იყოს უფრო მაღალი. ჯარიმას აქვს ორი დატვირთვა, მათ შორის, ერთ-ერთი პრევენციის ფუნქციაა. ჯარიმა ფინანსურად ისეთი ...

Read More »