ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმი 2023. ღონისძიება USAID-ის წარმომადგენელთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარემ გახსნეს.
USAID ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში ეხმარება.
ასევე სამინისტროს მხარდასაჭერად, USAID ორგანიზებას უწევს ფორუმს, იმისათვის, რომ გაზარდოს დაინტერესებული მხარეების ცნობიერება ენერგეტიკის სექტორში გატარებული რეფორმების და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.